პოლონეთის ექსტრაკლასას მე-20 ტურში "ლეხმა" პლოცკში 1:0 დაამარცხა "ვისლა", რომელიც 71-ე წუთზე კაცნაკლული დარჩა.
სტუმართა გუნდის განაცხადში იყვნენ ნიკა კვეკვესკირი და გიორგი წიტაიშვილი, მაგრამ მწვრთნელმა ჯონ ვან დენ ბრომმა ისინი სათადარიგოთა შორის დატოვა.
კვეკვესკირმა გასულ ტურში "მედზთან" მატჩი შეუცვლელად ჩაატარა, წიტაიშვილს კი წელს არცერთ შეხვედრაში არ მიუღია მონაწილეობა და უდავოდ არასასიამოვნოა, რომ საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელებს თამაში ფაქტიურად არ უწევთ.
პოზნანური გუნდი 36 ქულით მესამე ადგილზეა, 16 თებერვალს კონფერენს ლიგის პირველ 1/16-ფინალურ მატჩში სტუმრად ნორვეგიის "ბოდო გლიმტს" დაუპირისპირდება, ხოლო
19 თებერვალს ჩემპიონატზე "ზაგლემბეს" უმასპინძლებს.