"ლეხმა" მოიგო - კვეკვესკირს და წიტაიშვილს სათამაშო დროის პრობლემა აქვთ

AutoSharing Option
პოლონეთის ექსტრაკლასას მე-20 ტურში "ლეხმა" პლოცკში 1:0 დაამარცხა "ვისლა", რომელიც 71-ე წუთზე კაცნაკლული დარჩა.

სტუმართა გუნდის განაცხადში იყვნენ ნიკა კვეკვესკირი და გიორგი წიტაიშვილი, მაგრამ მწვრთნელმა ჯონ ვან დენ ბრომმა ისინი სათადარიგოთა შორის დატოვა.

კვეკვესკირმა გასულ ტურში "მედზთან" მატჩი შეუცვლელად ჩაატარა, წიტაიშვილს კი წელს არცერთ შეხვედრაში არ მიუღია მონაწილეობა და უდავოდ არასასიამოვნოა, რომ საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელებს თამაში ფაქტიურად არ უწევთ.

პოზნანური გუნდი 36 ქულით მესამე ადგილზეა, 16 თებერვალს კონფერენს ლიგის პირველ 1/16-ფინალურ მატჩში სტუმრად ნორვეგიის "ბოდო გლიმტს" დაუპირისპირდება, ხოლო
19 თებერვალს ჩემპიონატზე "ზაგლემბეს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
სჯობს საფრანგეთის ან რომელიმე ტოპ ლიგის მეორე დივიზიონი, ვიდრე აღმოსავლეთ ევროპა!...
ლაშა
00:07 12-02-2023
0
Giosi mikvirs am gundshi wesit lideri unda kofiliko misi niwis patroni...
Givi
23:42 11-02-2023
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული