"ლეხმა" მოიგო - კვეკვესკირს და წიტაიშვილს სათამაშო დროის პრობლემა აქვთ

AutoSharing Option
პოლონეთის ექსტრაკლასას მე-20 ტურში "ლეხმა" პლოცკში 1:0 დაამარცხა "ვისლა", რომელიც 71-ე წუთზე კაცნაკლული დარჩა.

სტუმართა გუნდის განაცხადში იყვნენ ნიკა კვეკვესკირი და გიორგი წიტაიშვილი, მაგრამ მწვრთნელმა ჯონ ვან დენ ბრომმა ისინი სათადარიგოთა შორის დატოვა.

კვეკვესკირმა გასულ ტურში "მედზთან" მატჩი შეუცვლელად ჩაატარა, წიტაიშვილს კი წელს არცერთ შეხვედრაში არ მიუღია მონაწილეობა და უდავოდ არასასიამოვნოა, რომ საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელებს თამაში ფაქტიურად არ უწევთ.

პოზნანური გუნდი 36 ქულით მესამე ადგილზეა, 16 თებერვალს კონფერენს ლიგის პირველ 1/16-ფინალურ მატჩში სტუმრად ნორვეგიის "ბოდო გლიმტს" დაუპირისპირდება, ხოლო
19 თებერვალს ჩემპიონატზე "ზაგლემბეს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ზოგადად ჩვენი ფეხბურთის დიდი პრობლემაა რომ ფეხბურთელებს არ ყავთ მაღალი დონის აგენტები. წიტაიშვილი ძალიან ნიჭიერი ბიჭია მაგრამ ლეხი მისი გუნდი არაა. არავინ ჩაგრავს სპეციალურად მაგრამ არც კიევის დინამოს და არც ლეხის თამაშის სტილს წიტაიშვილის ტიპის ფეხბურთელი არ მოერგება. აგენტი ამიტომაა საჭირო რომ მისი სტილის გუნდი უპოვოს და ომ გუნდის დაინტერესაბაც შეძლოს. მერე თავისი უნარების გამოვლენის საშუალება რომ მიცემა, უფრო ადვილად გაიკვალავს გზას .
არტ
12 თებერვალი 2023 12:31
0
პოლონეთი ყველაზე დიდიჭაობია ჩვენი ფეხბურტელებისთვის ვერავინ ვერ მოერგო, ავსტრია სჯობს ტრამპლინად და თუ ივარგებენ მერე სხვაგან შეიძლება გაგრძელება
ალეკსანდრე
12 თებერვალი 2023 11:22
0
სჯობს საფრანგეთის ან რომელიმე ტოპ ლიგის მეორე დივიზიონი, ვიდრე აღმოსავლეთ ევროპა!...
ლაშა
12 თებერვალი 2023 00:07
0
Giosi mikvirs am gundshi wesit lideri unda kofiliko misi niwis patroni...
Givi
11 თებერვალი 2023 23:42
0
კიევის დინამოში არ დავბრუნდები შანსს არ მაძლევენო და აქ აძლევენ რო?
ტტტ
11 თებერვალი 2023 23:25
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული