დღეს ხვიჩა კვარაცხელიასა და თორნიკე ოქრიაშვილის დაბადების დღეა

AutoSharing Option
დღეს, 12 თებერვალს, 2 ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიასა და თორნიკე ოქრიაშვილის დაბადების დღეა.

ხვიჩას თავს არსებული "სიგიჟე" ყველამ კარგად იცის, ქართველი შემტევი "ნაპოლის" ერთ-ერთი ლიდერია, სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგაზე კი კომბინირებულად 10 გოლი და 12 საგოლე გადაცემა აქვს. აქვე გეტყვით, რომ "პარტენოპეი" იტალიის ჩემპიონატის 22-ე ტურის მატჩს დღეს, 23:45 საათზე "კრემონენზესთან" გამართავს.

რაც შეეხება თორნიკეს, ყველა ქართველმა გულშემატკივარმა იცის მისი შესაძლებლობა და მნიშვნელობა ეროვნული ნაკრებისთვის, ოქრი ამ მომენტისთვის უგუნდოდაა, განიხილება ეროვნულ ლიგაში "გაგრაში" დაბრუნება (აქ დაიწყო პროფესიონალური კარიერა), ფორმის
აკრეფა და კიდევ ერთი მცდელობა უცხოური თავგადასავლისთვის.

მკითხველის კომენტარები / 11 /
ორივეს გილოცავთ მთელი სულით და გულით. გამარჯვებებს გისურვებთ, გაძლიერებას. ჯერ ჩვენი ოქრით დავიწყებ, როგორც უფროსი კაცით, გილოცავ ოქრი დაბადების დღეს, მახსოვს შენი ომები საქართველოს ნაკრების სახელით, შენი სრული თავდადება საქართველოს სახელით ასპარეზობისას, როგორ დებდი ყველა თამაშში მთელს სულსა და გულს! ბევრი ძალიან ლამაზი შესრულებაც მახსოვს! ყველაფრისათვის დიდი მადლობა! ჯერ ერთი 5 წელი კიდევ გაქვს შანსი მაგარი ფეხბურთი აჩვენო, აბა შენ იცი და შენმა ვაჟკაცობამ!
ხვიჩა ბიძიკო, შენ ჩვენი სიხარული ხარ, საქართველოს სიხარული, რომელმაც დაგვიბრუნე ქართული ფეხბურთი და ამავე დროს ეროვნული სიამაყე. ახლა ჩემთვის ფეხბურთი ხარ შენ პირადად! გაგიმარჯოს, დალოცილი ხარ ღვთისგან და ერისაგან. შენგან წელსვე ველოდები სკუდეტოს თან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგებასაც! მერწმუნე ეს ძალიან რეალურია! აბა შენ იცი ჩემო კვარაცხელიავ!
aburjga
19:48 12-02-2023
0
ორივეს დიდი სიყვარულით გილოცავთ!ჯანმრთელობა და წარმატებები არ მოგშლოდეთ!
სოსო
19:10 12-02-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული