სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-19 ტურში „სლოვანი“ გასვლაზე უახლოეს მდევარ დაკ-ს დაუზავდა - 1:1.
მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა სამივე ქართველი - გურამ კაშია, ჯაბა კანკავა (ყვითელი ბარათი მიიღო და 90+3-ე წუთზე შეცვალეს) და გიორგი ჩაკვეტაძე ძირითად შემადგენლობაში დააყენა. მასპინძლები დებიუტში დაწინაურდნენ, მე-40 წუთზე კი სტუმართა გუნდის თავდამსხმელი აბუბაკარი საჯარიმოს წინ მცველმა რისვანისმა წააქცია და მსაჯმა ბოლო იმედის ჯარიმის გამო გააძევა. მეორე ტაიმში ბრატისლაველები ინიციატივას დაეუფლენ, რომელთა რიგებში ჩაკვეტაძე გამოირჩეოდა. გიორგი უნარიანად წარმართავდა თავისი გუნდის შეტევებს და zoznam-ი და sport24 აღნიშნავენ, რომ ფანტასტიკურად თამაშობდა. სწორედ მის მიერ საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთის შემდეგ გაათანაბრა კუცკამ ანგარიში. ბოლოს ჩაკვეტაძემ კუცკას ხელსაყრელ პოზიციაზე გაუკეთა პასი, მაგრამ მან მიზანს ვერ უწია.
„სლოვანი“ 42 ქულით ლიდერია, დაკ-ს 3 ქულით უსწრებს და 18 თებერვალს ბანსკა ბისტრიცას „დუკლას“ უმასპინძლებს.
დუნაისკა სტრედა. „მოლ არენა“
დაკ - სლოვანი 1:1
გოლები: 0:1 ბლეკმანი (7), 1:1 კუცკა (68)
გაძევება: რისვანისი (40, დაკ)