"კვარას" დაბადების დღე? ბიჭები გათენებას არ დაელოდნენ" - სპალეტის პრესკონფერენცია "კრემონეზესთან" მატჩის შემდეგ

AutoSharing Option
გუშინ, 12 თებერვალს, სერია A-ს 22-ე ტურში, გათამაშების ლიდერმა "ნაპოლიმ" "კრემონეზეს" უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრაში ანგარიში ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა და მიმდინარე სეზონში "ნაპოლის" მაისურით ჯამში მე-11 გოლი გაიტანა. მატჩის შემდეგ ლუჩანო სპალეტიმ პრესკონფერენციაზე სხვადასხვა თემაზე, მათ შორის, "კვარაზეც" ისაუბრა.

"პირველ ტაიმში კარგად ვერ ვითამაშეთ, თუმცა მეორე ნახევარში უკეთესები ვიყავით. რაც შეეხება მომდევნო მატჩებს, წარმატებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მივაღწევთ, თუ ფეხბურთელები საკუთარ თავებს აჯობებენ. მოთამაშეები ამისთვის ყველაფერს აკეთებენ.

"კვარას" დაბადების დღე? მოთამაშეებს რამდენიმე ჩათი აქვთ. ბიჭები გათენებას არ
დაელოდნენ და ქართველს დაბადების დღე შუაღამისას მიულოცეს. ეს აჩვენებს, როგორი კარგი განწყობაა გუნდში.

მხოლოდ და მხოლოდ აწმყოზე უნდა ვიფიქროთ. შესანიშნავი გუნდი გვყავს, სადაც ნამდვილი პროფესიონალები თამაშობენ. ისინი მოედანზე თავგანწირვისთვის მუდამ მზად არიან. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, ცხადია, მარტივად არაფერს დავთმობთ, მაგრამ მატჩიდან მატჩზე უნდა ვიფიქროთ, მხოლოდ ამ შემთხვევაში მივაღწევთ წარმატებას", - განაცხადა სპალეტიმ.

„ნაპოლი“ 59 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ „ინტერს“ 16 ქულით უსწრებს და 17 თებერვალს გასვლაზე „სასუოლოს“ დაუპირისპირდება. „ინტერი“ ხვალ გენუაში „სამპდორიას“ შეხვდება.

altდე ლაურენტისი: ლამაზი "ნაპოლი" "კვარათი", რომელმაც დაბადების დღე დიდებულად აღნიშნა

altიუბილარი კვარაცხელიას მეცხრე გოლი - "ნაპოლი" სკუდეტოს კიდევ უფრო მიუახლოვდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 5 /
ბენიტესის ლივერპული მიყვარდა ბავშვობაში, თავისი ჯერარდი, ტორესი, ალონსოთო. ეგეთი შეკრული გუნდი მეორე არ მახსოვს, და ახლა ნაპოლი შემიყვარდა, მთელი თავისი სიგიჟეებით და მაგარი პიროვნებებით.
ალბათ კვარა რომ დატოვებს, მერეც მექნება სიმპატიები მაგ გუნდის მიმართ. ხალხიც სხვანაირად თბილი და კარგი გაგებით გიჟები აღმოჩდნენ.
Spain
13 თებერვალი 2023 17:45
0
ელმასს ხვიჩამ მისცა მოტივაცია,ეს კი ძალიან კარგია ნაპოლისთვის,ისე კი ცუდი ბიჭი არა ჩანს!
ზაზა
13 თებერვალი 2023 14:01
0
ამასობაში ელმასასაც 6 გოლი გაუტანია, რაც იმ დროში რაც ეძლევა ფანტასტიკური შედეგია.
yupi
13 თებერვალი 2023 12:15
2
ძალიან მაგარი და ნიჭიერი ფეხბურთელია. უფრო მეტს გააკეთებს, გააოცებს მსოფლიოს ჩვენ კი დავტკბეთ და ვიამაყოთ.
ჯუკა
13 თებერვალი 2023 11:31
0
კვარას ვულოცავ დაბადების დღეს.უფალმა ულევი ჯანმრთელობა და გამართლება მისცეს ცხოვრებაში და კარიერაში.ნაპოლის 54 გოლიდან 27(9+18) კვარას და ოსის აქვთ გატანილი.დიდებული შედეგია.ყოჩაღ ბიჭებო.წარმატებები!!!
ნუკრი
13 თებერვალი 2023 10:39
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული