"საქართველოს ნაკრებს "ნაპოლის" სუპერვარსკვლავი და "ვალენსიას" მეკარე ჰყავს" - მონღოლეთის ფეხბურთის ფედერაციის გამოხმაურება

AutoSharing Option
დღეს, 13 თებერვალს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ნაკრები ამხანაგურ შეხვედრას 25 მარტს მონღოლეთის წინააღმდეგ გამართავს.

აღნიშნულ ფაქტს მონღოლეთის ფეხბურთის ფედერაცია გამოეხმაურა:

"მონღოლეთის ეროვნული ნაკრები, ისტორიაში პირველად, ევროპულ გუნდს ეთამაშება. ჩვენ გამოვალთ საქართველოს ძლიერ ნაკრებთან, რომელსაც "ვალენსიას" მეკარე გიორგი მამარდაშვილი და იტალიური "ნაპოლის" სუპერვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია ჰყავს".

აქვე გეტყვით, რომ მეორე ამხანაგური მატჩი 12 ოქტომბერს, ტაილანდთან გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 26 /
რა სისულელეა!! სუსტი ნაკრები ჭირდებოდათ და რაარი ამაში ცუდი? იყოს მონღოლეთი მოუგებენ ბიჭები შეხურდებიან და ფურცელზე ძალიან ძლიერ ნორვეგიას ხასიათზე დაუხვდებიან,იქ დარჩეს ფეხი არ ეტკინოს ესეთები არსად არ უნდა ფიქსირდებოდეს!! მაგალითი მესი და კრიშტიანოაა და ამათზე მაგრები ჯერ არ ვართ რომც ვიყოთ ვის არ მოგწონთ მათი დამოკიდებულება ნაკრებისადმი 49 წლისები არიან და 89 წუთზეც არ გადიან მოედნიდან!! მე მჯერა ხვიჩა ამ გზას აირჩევს და არა მარტო ის,ჟორჟი საბა ზურიკო კიტე მამარდა კაშო ჩაკვე უუფ მაგარი ნაკრები გვყვავს ნაღდად,აზაროვი ხარაბაძე დარცმელიას ვინმემ შემოუძახოს თორე დავკარგეთ ეს ბიჭები და ჩვენ დასაკარგი ხალხი არ გვყავს!!!
მირო
18:08 14-02-2023
1
ჩემი აზრით კვარამ ამ ორიდან არცერთ თამაშში არ უნდა ითამაშობს, მონღოლურ და ტაილანდურ ფეხბურთის ანალიზს ვერ ჩავყევი სიღრმეებში, მარა ეგესთი კლასის გუნდები როგორც წესი უხეში თამაშით გამოირჩევიან და ამ არაფრის მოცმემ სპარინგებში კვარას დაყენება რავიცი, მაგის იმედიზე ვართ მთელი ქვეყანა და იქით ნეაპოლი...
ქართველი
17:58 14-02-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული