მოიპოვებს თუ არა კვარაცხელია "ოქროს ბურთს" - რუსეთში აზრთა სხვადასხვაობაა

AutoSharing Option
goal.com-მა "ოქროს ბურთი 2023"-ის განახლებული ვერსია გამოაქვეყნა, რომელშიც "ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია მერვე ადგილზეა. ამ ფაქტმა რუსეთში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და კომენტარები "ფოჯასა" და "ბოლონიას" ყოფილმა თავდამსხმელმა იგორ კოლივანოვმა და სსრკ-ის ნაკრების ექს-მეკარემ, ანზორ კავაზაშვილმა გააკეთეს.

"კვარაცხელიამ "ნაპოლიში" მართლაც ძალიან კარგი სტარტი აიღო, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ის შორსაა იმათგან, ვინც სამეულში იმყოფება. მესიმ მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, ამიტომ არავის უნდა ჰქონდეს ეჭვი, თუ ვინ გახდება საუკეთესო ფეხბურთელი. შეუძლია თუ არა ხვიჩას ოდესმე "ოქროს ბურთის" მოგების იმედი ჰქონდეს? ნაკლებად სავარაუდოა. საკლუბო დონეზე
კარგად თამაშობს, თუმცა საქართველოს ნაკრები, რომლის შემადგენლობაშიც ის ასპარეზობს, საერთოდ ფაქტი არ არის, რომ რომელიმე ტურნირზე გავა. ნაკრებში თამაშები კი აქ ძალიან მნიშვნელოვანია. თუ "ბარსელონაში" გადავა და გუნდი ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, მაშინ შეიძლება, მაგრამ საეჭვოა, რომ იქ გადავა", - ციტირებს კოლივანოვს Матч ТВ.

"მე არათუ გაკვირვებული, არამედ აღფრთოვანებული ვარ იმის გამო, რომ ხვიჩა "ოქროს ბურთის" პრეტენდენტთა სიის პირველ ათეულში მოხვდა. ეს მისი თამაშის საიმედოობაზე მეტყველებს, მის წარმომავლობაზე და რუსეთის პრემიერლიგაში მიღებულ შესანიშნავ პრაქტიკაზე. ნებისმიერი ნიჭიერი ფეხბურთელი ყოველთვის იპოვის ევროპის ელიტისაკენ მიმავალ საუკეთესო გზას. ჩვენ ხომ უმეტესად მოთამაშეებს საზღვარგარეთ ვეძებთ, მთელ სამყაროს ვატრიალებთ, ლეგიონერებს ყველა ქვეყანაში ვნახულობთ, ძიებაში, "ოტკატებში" და ტრანსფერებში უზარმაზარ ფულს ვხარჯავთ. უკეთესია მიწაზე დავეშვათ და გვერდით მივაკვლიოთ. ჩვენთან ბევრი ნიჭიერი ბიჭია, რომელთაც შესანიშნავად თამაში შეუძლიათ. ძალუძს თუ არა ხვიჩას უახლოეს წლებში "ოქროს ბურთისთვის" იბრძოლოს? ძალიან მინდა ეს მოხდეს. კვარაცხელია ამისათვის ნამდვილად იბრძოლებს", - განუცხადა კავაზაშვილმა Рамблер-ს.

მკითხველის კომენტარები / 28 /
კოლივანოვ იდი ნა მორე... ;))))
ირაკლიუსი
15 თებერვალი 2023 20:41
1
კიდევ რომ რუსების აზრი გაინტერესებთ
123
16 თებერვალი 2023 13:51
3
ეს არარაობები ნახე რა! ვგულისხმობ რუსებსაც და იმ გრუზინებსაც ვინც აქ ამტკიცებს რომ კვარა რუსული ფეხბურთის პროდუქტია. წადით რა ბატმინტონს მიაწექით, ფეხბურთი ნამეტანი რთული სპორტია თქვენთვის- თერთმეტი კაცი დიდ მინდორზე! კვარას რეგრესი ქონდა რუბინში ვეღარც გოლები გაქონდა და და ასისტებიც აღარ გამოსდიოდა ( ან ვისთვის უნდაო გაეკეთებინა ნეტა?) და დროზე რომ არ დაეღწია თავი მაგ საღორედან როგორც სხვები დაღუპეს, ისე დაღუპავდნენ მაგასაც. პირიქით თავიდანვე რომ გადასულიყო საშუალო ევროპულ გუნდში, ახლა უკვე გრანდში იქნებოდა.
არტ
16 თებერვალი 2023 11:59
3
1000%
რატი
16 თებერვალი 2023 13:15
3
" რუსეთში მიღებული პრაქტიკა" და " გავრილოვის სტილში მოთამაშე ბრაზილიელები" ერთი ჟანრია, მე მგონი
გუგა
16 თებერვალი 2023 04:43
2
კავაზაშვილისგან ძლივს გავიგე რაღაც ნორმალური ნათქვამი რა
Juve
15 თებერვალი 2023 21:41
4
ლიგა უნდა მოიგოს, ევროპის ჩემპიონი უნდა გახდეს და საქართველოს ნაკრებმა წარმატებით ითამაშოს შესარჩევში.
პაატა
15 თებერვალი 2023 21:27
0
აუცილებლად. უფრო მეტსაც იზავს, და ეგ თქვენი ჯიშის დამარხვა იქნება
AFXAZETI.+
16 თებერვალი 2023 07:43
5
ვის რაში უნდა აინტერესებდეს-ტოტალიტარული,ავტორიტარული რეჟიმებით აზროვნება-გონებადახშული ,,შარიკოვები,-ს-ზომბების ბჟუტური-ნებიემიერ საკითხზე(?!),დაეტიეთ მანდ-რუსულ ჭაობში და ებჟუტურეთ ერთმანეთს.
-იმ დასავლეთის დედაც...-ბოლომდე რომ-არ გწირავთ და ევროტურნირებიდან ბოლომდე არ გაპანღურებენ, ,,საზიზღარი,,და ,,გარყვნილი,,ევროპელი ერების სპორტული ტურნირებიდან სამუდამოდ-არ გხსნიან...აზიურ ტურნირებში არ მიგითითებთ(!),
20-ე საუკუნეში-2-ჯერ გადაგარჩინეს- ლენლ-ლიზით და მერე-1990-ნ წლებში- მლრდ-ბით საკვები გამოგიზავნეს,მერე ენერგეტიკული თანამშრომლობაზე დათანხმდნენ,ფინანსურად მოვაძლიეროთ, -იქნებ ამ აზროვნებადახშულმა ხალხმა როგორმე დაინახონ,რომ-მეგობრები ვართ- არა მტრები და აზროვნება დაიწყონ,საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვა,სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნის განცდა გაუჩნდეთ და საერთო მშვიდობას მიღწევას შევძლოთ-ო,მაგრამ რუსი და აზროვნება, თავის-უფლება,სამართლიანობა, პასუხისმგებლობისადმი სიყვარული-ბრძოლა(?!)...და მათ-21-ე საუკუნის ბელადმა-ც, ჩვეულებრივ გონებადახშულმა ,,რუსეთს საზღვრები არა აქვს,,-ო(21-ე საუკუნეშიც-ო(?!)და ისევ დასავლეთს მიუბრუნდა ზიზღი,სიძულვილი,ომებით...
ხოდა იმ დასავლემა თუ კიდევ თავი გაიბრიყვა და არ მოგიშორათ ყველგან და ყველაფერში,მათიც...
კახაბერი
16 თებერვალი 2023 12:58
1
ვააა ანზორა დაჭკვიანებულაა DD
zura222
16 თებერვალი 2023 08:43
5
რომ არა რუსეთი ხვიჩა ვერაფერს მიაღწევდა, ეს სიმართლეა! ბატონ კოლივანოვს კი იმაში ვეთანხმები რომ საქართველო ნაკრები ცალკე ვერასდროს მიაღწევს წარმატებას, მხოლოდ ერთად არის წამატების მიღწევა შესაძლებელი რუსეთ, ბელორუსის, საქართველოს და სოხმეთის გაერთიანებული ნაკრებებით! როგორც იყო ძველად! ჩვენდა სასიკეთოდ უკვე ყველაფერი მაქეთკენ მიდის და ძალიან მალე ეს რეალობა იქნება! წინ ერთობით გამარჯვებებისკენ!
kaxa
16 თებერვალი 2023 07:36
25
დედა არ გიყვარს?
Kaxas
16 თებერვალი 2023 10:47
1

ან ხუმრობ,და-თუ არ ხუმრობ-,გაერთიანებული ნაკრებებით,,...44 ფეხბურთელით,თუ...3-3-თ(?!),თუ...
დროშა არ დაგავიწყდეთ,დროშა-ახალს შექმნით,თუ...ისევ საბჭოთა დროშის ქვშ,ან რუსული იმპერიის,ან...
და სახელს რას დაარქმევთ-რუსი ხალხის მოყვარული ერების ნაკრებს,თუ უბრალოდ, ჯერ ოდკპ-ს ნაკრებს,მერე-რუსეთის მაკრებს,ხო(?!),
მერე სხვა სპორტშიც,კალათბურთში,რაგბშიც ბატონო, ხო(?!),რუსები,ბელორუსები, სომხები...,,ერთობით,,-გამარჯვებისათვის,არაა(?!),თუ როგორ(?!)
კახაბერი
16 თებერვალი 2023 13:18
1
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული