მოიპოვებს თუ არა კვარაცხელია "ოქროს ბურთს" - რუსეთში აზრთა სხვადასხვაობაა

AutoSharing Option
goal.com-მა "ოქროს ბურთი 2023"-ის განახლებული ვერსია გამოაქვეყნა, რომელშიც "ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია მერვე ადგილზეა. ამ ფაქტმა რუსეთში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და კომენტარები "ფოჯასა" და "ბოლონიას" ყოფილმა თავდამსხმელმა იგორ კოლივანოვმა და სსრკ-ის ნაკრების ექს-მეკარემ, ანზორ კავაზაშვილმა გააკეთეს.

"კვარაცხელიამ "ნაპოლიში" მართლაც ძალიან კარგი სტარტი აიღო, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ის შორსაა იმათგან, ვინც სამეულში იმყოფება. მესიმ მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, ამიტომ არავის უნდა ჰქონდეს ეჭვი, თუ ვინ გახდება საუკეთესო ფეხბურთელი. შეუძლია თუ არა ხვიჩას ოდესმე "ოქროს ბურთის" მოგების იმედი ჰქონდეს? ნაკლებად სავარაუდოა. საკლუბო დონეზე
კარგად თამაშობს, თუმცა საქართველოს ნაკრები, რომლის შემადგენლობაშიც ის ასპარეზობს, საერთოდ ფაქტი არ არის, რომ რომელიმე ტურნირზე გავა. ნაკრებში თამაშები კი აქ ძალიან მნიშვნელოვანია. თუ "ბარსელონაში" გადავა და გუნდი ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, მაშინ შეიძლება, მაგრამ საეჭვოა, რომ იქ გადავა", - ციტირებს კოლივანოვს Матч ТВ.

"მე არათუ გაკვირვებული, არამედ აღფრთოვანებული ვარ იმის გამო, რომ ხვიჩა "ოქროს ბურთის" პრეტენდენტთა სიის პირველ ათეულში მოხვდა. ეს მისი თამაშის საიმედოობაზე მეტყველებს, მის წარმომავლობაზე და რუსეთის პრემიერლიგაში მიღებულ შესანიშნავ პრაქტიკაზე. ნებისმიერი ნიჭიერი ფეხბურთელი ყოველთვის იპოვის ევროპის ელიტისაკენ მიმავალ საუკეთესო გზას. ჩვენ ხომ უმეტესად მოთამაშეებს საზღვარგარეთ ვეძებთ, მთელ სამყაროს ვატრიალებთ, ლეგიონერებს ყველა ქვეყანაში ვნახულობთ, ძიებაში, "ოტკატებში" და ტრანსფერებში უზარმაზარ ფულს ვხარჯავთ. უკეთესია მიწაზე დავეშვათ და გვერდით მივაკვლიოთ. ჩვენთან ბევრი ნიჭიერი ბიჭია, რომელთაც შესანიშნავად თამაში შეუძლიათ. ძალუძს თუ არა ხვიჩას უახლოეს წლებში "ოქროს ბურთისთვის" იბრძოლოს? ძალიან მინდა ეს მოხდეს. კვარაცხელია ამისათვის ნამდვილად იბრძოლებს", - განუცხადა კავაზაშვილმა Рамблер-ს.

მკითხველის კომენტარები / 28 /
ნეტავ ეს "რუსეთსი მიღებული პრაქტიკა" არ არსებობდეს ხვიჩას კარიერაში, რომ ამ პრაქტიკის დამსახურებად არ თვლიდნენ ხვიჩას წარმატებას. მე პირიქით მგონია, დღემდე რომ რუსეთში ყოფილიყო, ნამდვილად ვერ იქნებოდა ის, ვინც დღესაა.
გოჩა
16 თებერვალი 2023 00:36
2
ვაი თქვენს პატრონს!? მიდით ისევ ჰოკეის მიაწექით, იქაც არაფერი გამოგდით უკვე!!! სასწაულად გაუმართლა ხვიჩას რომ იქიდან წამოსვლის უფლება მიიღო თორემ ჩამარხავდნენ თავიანთ ჭაობში! რამდენი ერთი მოინელეს.........!
rigiti
15 თებერვალი 2023 22:40
1
რუსეთი სადაც გავიდა ხომ გააოცა მსოფლიო. გაიყვანს ეს თაობა საქართველოს ნაკრებს ფინალურ ეტაპზე და ისეთ შედეგს დადებს, რა შედეგიც არასოდეს დაუდია რუსეთს და ვერც დადებს ვერასოდეს.
კოლივანოვს
15 თებერვალი 2023 22:33
0
ორი ყველი, ზა დვა დვაცეტ!
ლევანი
15 თებერვალი 2023 22:31
1
რა მარაზმი ერია
beqa
15 თებერვალი 2023 22:20
4
კავაზაშვილისგან ძლივს გავიგე რაღაც ნორმალური ნათქვამი რა
Juve
15 თებერვალი 2023 21:41
4
ლიგა უნდა მოიგოს, ევროპის ჩემპიონი უნდა გახდეს და საქართველოს ნაკრებმა წარმატებით ითამაშოს შესარჩევში.
პაატა
15 თებერვალი 2023 21:27
0
კოლივანოვ იდი ნა მორე... ;))))
ირაკლიუსი
15 თებერვალი 2023 20:41
1
ცოტაც აცალეთ ხვიჩას და ნახავთ რეებსაც მოიპოვებს,წარმატებები ჩვენს ოქრობიჭს!!!
ზაზა
15 თებერვალი 2023 20:16
1
თუ ასე გააგრძელა მოიპოვებს... მესი კი ისტორიის კუთვნილება გახდება!
ლაშა
15 თებერვალი 2023 19:54
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული