მოიპოვებს თუ არა კვარაცხელია "ოქროს ბურთს" - რუსეთში აზრთა სხვადასხვაობაა

AutoSharing Option
goal.com-მა "ოქროს ბურთი 2023"-ის განახლებული ვერსია გამოაქვეყნა, რომელშიც "ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია მერვე ადგილზეა. ამ ფაქტმა რუსეთში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და კომენტარები "ფოჯასა" და "ბოლონიას" ყოფილმა თავდამსხმელმა იგორ კოლივანოვმა და სსრკ-ის ნაკრების ექს-მეკარემ, ანზორ კავაზაშვილმა გააკეთეს.

"კვარაცხელიამ "ნაპოლიში" მართლაც ძალიან კარგი სტარტი აიღო, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ის შორსაა იმათგან, ვინც სამეულში იმყოფება. მესიმ მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, ამიტომ არავის უნდა ჰქონდეს ეჭვი, თუ ვინ გახდება საუკეთესო ფეხბურთელი. შეუძლია თუ არა ხვიჩას ოდესმე "ოქროს ბურთის" მოგების იმედი ჰქონდეს? ნაკლებად სავარაუდოა. საკლუბო დონეზე
კარგად თამაშობს, თუმცა საქართველოს ნაკრები, რომლის შემადგენლობაშიც ის ასპარეზობს, საერთოდ ფაქტი არ არის, რომ რომელიმე ტურნირზე გავა. ნაკრებში თამაშები კი აქ ძალიან მნიშვნელოვანია. თუ "ბარსელონაში" გადავა და გუნდი ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, მაშინ შეიძლება, მაგრამ საეჭვოა, რომ იქ გადავა", - ციტირებს კოლივანოვს Матч ТВ.

"მე არათუ გაკვირვებული, არამედ აღფრთოვანებული ვარ იმის გამო, რომ ხვიჩა "ოქროს ბურთის" პრეტენდენტთა სიის პირველ ათეულში მოხვდა. ეს მისი თამაშის საიმედოობაზე მეტყველებს, მის წარმომავლობაზე და რუსეთის პრემიერლიგაში მიღებულ შესანიშნავ პრაქტიკაზე. ნებისმიერი ნიჭიერი ფეხბურთელი ყოველთვის იპოვის ევროპის ელიტისაკენ მიმავალ საუკეთესო გზას. ჩვენ ხომ უმეტესად მოთამაშეებს საზღვარგარეთ ვეძებთ, მთელ სამყაროს ვატრიალებთ, ლეგიონერებს ყველა ქვეყანაში ვნახულობთ, ძიებაში, "ოტკატებში" და ტრანსფერებში უზარმაზარ ფულს ვხარჯავთ. უკეთესია მიწაზე დავეშვათ და გვერდით მივაკვლიოთ. ჩვენთან ბევრი ნიჭიერი ბიჭია, რომელთაც შესანიშნავად თამაში შეუძლიათ. ძალუძს თუ არა ხვიჩას უახლოეს წლებში "ოქროს ბურთისთვის" იბრძოლოს? ძალიან მინდა ეს მოხდეს. კვარაცხელია ამისათვის ნამდვილად იბრძოლებს", - განუცხადა კავაზაშვილმა Рамблер-ს.

მკითხველის კომენტარები / 28 /
ვაი რუსებო რუსებო თქვენრაგიტხარით იმდენი ეგ ჩემპიონატი ხვიჩას ნაირ ტალანტებს არა ანვითარებს არამედ კლავს პირიქით აზრზე მოდით ცოტა პეხბურტიკიარა
achi
15 თებერვალი 2023 19:18
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული