მოიპოვებს თუ არა კვარაცხელია "ოქროს ბურთს" - რუსეთში აზრთა სხვადასხვაობაა

AutoSharing Option
goal.com-მა "ოქროს ბურთი 2023"-ის განახლებული ვერსია გამოაქვეყნა, რომელშიც "ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია მერვე ადგილზეა. ამ ფაქტმა რუსეთში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და კომენტარები "ფოჯასა" და "ბოლონიას" ყოფილმა თავდამსხმელმა იგორ კოლივანოვმა და სსრკ-ის ნაკრების ექს-მეკარემ, ანზორ კავაზაშვილმა გააკეთეს.

"კვარაცხელიამ "ნაპოლიში" მართლაც ძალიან კარგი სტარტი აიღო, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ის შორსაა იმათგან, ვინც სამეულში იმყოფება. მესიმ მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, ამიტომ არავის უნდა ჰქონდეს ეჭვი, თუ ვინ გახდება საუკეთესო ფეხბურთელი. შეუძლია თუ არა ხვიჩას ოდესმე "ოქროს ბურთის" მოგების იმედი ჰქონდეს? ნაკლებად სავარაუდოა. საკლუბო დონეზე
კარგად თამაშობს, თუმცა საქართველოს ნაკრები, რომლის შემადგენლობაშიც ის ასპარეზობს, საერთოდ ფაქტი არ არის, რომ რომელიმე ტურნირზე გავა. ნაკრებში თამაშები კი აქ ძალიან მნიშვნელოვანია. თუ "ბარსელონაში" გადავა და გუნდი ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, მაშინ შეიძლება, მაგრამ საეჭვოა, რომ იქ გადავა", - ციტირებს კოლივანოვს Матч ТВ.

"მე არათუ გაკვირვებული, არამედ აღფრთოვანებული ვარ იმის გამო, რომ ხვიჩა "ოქროს ბურთის" პრეტენდენტთა სიის პირველ ათეულში მოხვდა. ეს მისი თამაშის საიმედოობაზე მეტყველებს, მის წარმომავლობაზე და რუსეთის პრემიერლიგაში მიღებულ შესანიშნავ პრაქტიკაზე. ნებისმიერი ნიჭიერი ფეხბურთელი ყოველთვის იპოვის ევროპის ელიტისაკენ მიმავალ საუკეთესო გზას. ჩვენ ხომ უმეტესად მოთამაშეებს საზღვარგარეთ ვეძებთ, მთელ სამყაროს ვატრიალებთ, ლეგიონერებს ყველა ქვეყანაში ვნახულობთ, ძიებაში, "ოტკატებში" და ტრანსფერებში უზარმაზარ ფულს ვხარჯავთ. უკეთესია მიწაზე დავეშვათ და გვერდით მივაკვლიოთ. ჩვენთან ბევრი ნიჭიერი ბიჭია, რომელთაც შესანიშნავად თამაში შეუძლიათ. ძალუძს თუ არა ხვიჩას უახლოეს წლებში "ოქროს ბურთისთვის" იბრძოლოს? ძალიან მინდა ეს მოხდეს. კვარაცხელია ამისათვის ნამდვილად იბრძოლებს", - განუცხადა კავაზაშვილმა Рамблер-ს.

მკითხველის კომენტარები / 28 /
ლენინი ხომ კაგრგადაა მავზოლეუმში? არ შესცივდეს, ზამთარია მაინც. თბილი ტანსაცმელი გაუგზავნეთ შენ და შენმა ბელორუსებმა.)))
kaxa-ს
16 თებერვალი 2023 13:53
2
კიდევ რომ რუსების აზრი გაინტერესებთ
123
16 თებერვალი 2023 13:51
3
ვის რაში უნდა აინტერესებდეს-ტოტალიტარული,ავტორიტარული რეჟიმებით აზროვნება-გონებადახშული ,,შარიკოვები,-ს-ზომბების ბჟუტური-ნებიემიერ საკითხზე(?!),დაეტიეთ მანდ-რუსულ ჭაობში და ებჟუტურეთ ერთმანეთს.
-იმ დასავლეთის დედაც...-ბოლომდე რომ-არ გწირავთ და ევროტურნირებიდან ბოლომდე არ გაპანღურებენ, ,,საზიზღარი,,და ,,გარყვნილი,,ევროპელი ერების სპორტული ტურნირებიდან სამუდამოდ-არ გხსნიან...აზიურ ტურნირებში არ მიგითითებთ(!),
20-ე საუკუნეში-2-ჯერ გადაგარჩინეს- ლენლ-ლიზით და მერე-1990-ნ წლებში- მლრდ-ბით საკვები გამოგიზავნეს,მერე ენერგეტიკული თანამშრომლობაზე დათანხმდნენ,ფინანსურად მოვაძლიეროთ, -იქნებ ამ აზროვნებადახშულმა ხალხმა როგორმე დაინახონ,რომ-მეგობრები ვართ- არა მტრები და აზროვნება დაიწყონ,საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვა,სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნის განცდა გაუჩნდეთ და საერთო მშვიდობას მიღწევას შევძლოთ-ო,მაგრამ რუსი და აზროვნება, თავის-უფლება,სამართლიანობა, პასუხისმგებლობისადმი სიყვარული-ბრძოლა(?!)...და მათ-21-ე საუკუნის ბელადმა-ც, ჩვეულებრივ გონებადახშულმა ,,რუსეთს საზღვრები არა აქვს,,-ო(21-ე საუკუნეშიც-ო(?!)და ისევ დასავლეთს მიუბრუნდა ზიზღი,სიძულვილი,ომებით...
ხოდა იმ დასავლემა თუ კიდევ თავი გაიბრიყვა და არ მოგიშორათ ყველგან და ყველაფერში,მათიც...
კახაბერი
16 თებერვალი 2023 12:58
1
მართლა საოცარია, რა მიზნით აქვეყნებთ რუსული გაზეთებიდან ინფორმაციებს - გამორჩეულად ნიჭიერი და დიდი საფეხბურთო ქვეყანაა რუსეთი, მსოფლიო ფეხბურთისგან გაძევებული არ არის თუ რაშია საქმე? კალივანოვის და კავაზაშვილის აზრები მნიშვნელოვანია? თანაც ეს იმპერიული - "უცხოეთში რატომ ვეძებთ, აქვე გვყვანან ნიჭიერებიო"! საქართველო უცხოეთი აღარაა რუსისთვის?! არ გამოაქვეყნებთ ამ კომენტარს ალბათ... )))
levan
16 თებერვალი 2023 12:18
2
რა მიზნითო? ვაი ჩემი ციდვა :D თუ ვერ ხვდები, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაუქმება და მისი რუსეთის ფედერაციაში დაბრუნების გეგმა მიზანმიმართულად მიმდინარეობს, თავისი პროპაგანდით, რუსების მასიური ჩამოსახლებით, ქვეყნის იზოლაციით და ა.შ. მაშინ ფაქტი რომ დაგდება მაშინაც ვერაფერს მიხვდები :D ყველაფერი გეგმაზომიერად მიმდინარეობს და ყველაფერი ურთიერთკავშირშია, აგერ ქვევით კომენტარში რუსთმოყვარე კახუჩელა დღევანდელი რეალობით და ხვალინდელი პერსპექტივით ძალიან ბედნიერია:D
goga
16 თებერვალი 2023 12:53
2
ეს არარაობები ნახე რა! ვგულისხმობ რუსებსაც და იმ გრუზინებსაც ვინც აქ ამტკიცებს რომ კვარა რუსული ფეხბურთის პროდუქტია. წადით რა ბატმინტონს მიაწექით, ფეხბურთი ნამეტანი რთული სპორტია თქვენთვის- თერთმეტი კაცი დიდ მინდორზე! კვარას რეგრესი ქონდა რუბინში ვეღარც გოლები გაქონდა და და ასისტებიც აღარ გამოსდიოდა ( ან ვისთვის უნდაო გაეკეთებინა ნეტა?) და დროზე რომ არ დაეღწია თავი მაგ საღორედან როგორც სხვები დაღუპეს, ისე დაღუპავდნენ მაგასაც. პირიქით თავიდანვე რომ გადასულიყო საშუალო ევროპულ გუნდში, ახლა უკვე გრანდში იქნებოდა.
არტ
16 თებერვალი 2023 11:59
3
1000%
რატი
16 თებერვალი 2023 13:15
3
ვააა ანზორა დაჭკვიანებულაა DD
zura222
16 თებერვალი 2023 08:43
5
აუცილებლად. უფრო მეტსაც იზავს, და ეგ თქვენი ჯიშის დამარხვა იქნება
AFXAZETI.+
16 თებერვალი 2023 07:43
5
რომ არა რუსეთი ხვიჩა ვერაფერს მიაღწევდა, ეს სიმართლეა! ბატონ კოლივანოვს კი იმაში ვეთანხმები რომ საქართველო ნაკრები ცალკე ვერასდროს მიაღწევს წარმატებას, მხოლოდ ერთად არის წამატების მიღწევა შესაძლებელი რუსეთ, ბელორუსის, საქართველოს და სოხმეთის გაერთიანებული ნაკრებებით! როგორც იყო ძველად! ჩვენდა სასიკეთოდ უკვე ყველაფერი მაქეთკენ მიდის და ძალიან მალე ეს რეალობა იქნება! წინ ერთობით გამარჯვებებისკენ!
kaxa
16 თებერვალი 2023 07:36
25
ვაა სომეხი ხარ კახაჯან?
კოჭლი ზურაბა
16 თებერვალი 2023 19:08
3
რატომ მარტო 4 ქვეყანა? სხვებმა ფეხბურთი არ იციან? 11 ქვეყანას რატომ აკნინებ?
არა რა სანამ თქვენისთანა ხალხი არ გადაშენდება, არაფერი ეშველება ქვეყანას
დავით 67
16 თებერვალი 2023 14:47
3
ყველა გამოხმაურება
" რუსეთში მიღებული პრაქტიკა" და " გავრილოვის სტილში მოთამაშე ბრაზილიელები" ერთი ჟანრია, მე მგონი
გუგა
16 თებერვალი 2023 04:43
2
დაბოღმილი და ხელმოცარული ღრუსების აზრს ჩალის ფასიც კი არ აქვს. :)
რატი
16 თებერვალი 2023 02:05
7
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული