კიტეიშვილი ისევ ტრავმირებულია - მოასწრებს ნორვეგიასთან მატჩამდე მწყობრში ჩადგომას?

AutoSharing Option
"შტურმის" ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი 10 თებერვალს, ავსტრიის ბუნდესლიგის მე-17 ტურში, სახლში "რაპიდთან" მოგებული მატჩის (1:0) 83-ე წუთზე დაშავდა და შეცვალეს.

გრაცული კლუბის საიტის ცნობით,  კიტეიშვილმა გუშინ ვარჯიშის გაგრძელება კუნთის ტრავმის გამო ვერ მოახერხა და ჩატარებულმა მაგნიტურ-რეზონანსულმა ტომოგრაფიამ აჩვენა, რომ რამდენიმე კვირა უქმობა მოუწევს. მან მკურნალობა უკვე დაიწყო.

იმედია, ოთარი ტრავმას დროულად მოირჩენს და 28 მარტს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ნორვეგიასთან შეხვედრაში საქართველოს ნაკრების დახმარებას შეძლებს.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ქართველი ტიაგო ალკანტარაა, უნიჭიერესი მაგრამ ტრამვებისკენ მიდრეკილი. კიტე, არ უნდა დანებდე, ტიაგოზე უფრო მაგარი ხარ
zaz197
18:55 16-02-2023
0
ნაკრებს ყველაზე მეტად შუა ხაზში (საყრდენ ზონაში) უჭირს და ამ ბიჭს რაღა მაინცდამაინც მოახლოებული თამაშების წინ ემართება ეს ტრავმები? არადა, ძალიან გვჭირდება მისი დახმარება რადგან აბუ-კვეკვეს დუეტის დიდი იმედი არ მაქვს. ფაქტი ისაა, რომ კლასი აქვს მაგრამ ნამეტანი ტრავმატული მოთამაშეა და თუ ფიზიკურად არ გაძლიერდა, ისე უკეთეს ჩემპიონატში ვერ გადავა.
qomagi
17:17 16-02-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული