კიტეიშვილი ისევ ტრავმირებულია - მოასწრებს ნორვეგიასთან მატჩამდე მწყობრში ჩადგომას?

AutoSharing Option
"შტურმის" ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი 10 თებერვალს, ავსტრიის ბუნდესლიგის მე-17 ტურში, სახლში "რაპიდთან" მოგებული მატჩის (1:0) 83-ე წუთზე დაშავდა და შეცვალეს.

გრაცული კლუბის საიტის ცნობით,  კიტეიშვილმა გუშინ ვარჯიშის გაგრძელება კუნთის ტრავმის გამო ვერ მოახერხა და ჩატარებულმა მაგნიტურ-რეზონანსულმა ტომოგრაფიამ აჩვენა, რომ რამდენიმე კვირა უქმობა მოუწევს. მან მკურნალობა უკვე დაიწყო.

იმედია, ოთარი ტრავმას დროულად მოირჩენს და 28 მარტს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ნორვეგიასთან შეხვედრაში საქართველოს ნაკრების დახმარებას შეძლებს.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ქართველი ტიაგო ალკანტარაა, უნიჭიერესი მაგრამ ტრამვებისკენ მიდრეკილი. კიტე, არ უნდა დანებდე, ტიაგოზე უფრო მაგარი ხარ
zaz197
16 თებერვალი 2023 18:55
0
ნაკრებს ყველაზე მეტად შუა ხაზში (საყრდენ ზონაში) უჭირს და ამ ბიჭს რაღა მაინცდამაინც მოახლოებული თამაშების წინ ემართება ეს ტრავმები? არადა, ძალიან გვჭირდება მისი დახმარება რადგან აბუ-კვეკვეს დუეტის დიდი იმედი არ მაქვს. ფაქტი ისაა, რომ კლასი აქვს მაგრამ ნამეტანი ტრავმატული მოთამაშეა და თუ ფიზიკურად არ გაძლიერდა, ისე უკეთეს ჩემპიონატში ვერ გადავა.
qomagi
16 თებერვალი 2023 17:17
1
აუუუუუუ @@@
zura222
16 თებერვალი 2023 15:23
0
მოვიდა ნაკრების თამაში დაიწყება უიღბლობა ფრთხილად იყავით და ცხვარი შეწირეთ გაიმეტეთ 500 ლარი
giorgi
16 თებერვალი 2023 13:00
3
Am bichs ra chirs ta ubedurebaa???moirchens dgeba pormashi isev travma,midi ar danebde otar nakrebs chirdebi!!!
L.J .
16 თებერვალი 2023 12:11
1
ეჰ,კიტე,რა მაგარი ხარ და თან რა უიღბლო?!... მალე გამოჯანმრთელებას და მყარად,დიდი,დიდი ხნით მწყობრში შენებურად,მძლავრად და საიმედოდ, ჩადგომას გისურვებ!
ლევანი
16 თებერვალი 2023 11:52
1
კაი რა კიტე რა, კაი რა. რა დავიხრჩვით უკვე ამდენი ტრავმებით. როგორი კლასის საყრდენი გვყავს, მაგრამ რად გინდა.... არადა როგორ გვჭირდები კიტე, როგორ გვჭირდები. ისე რომ ვაკვირდები, სულ ნაკრებში თამაშის წინ ემართება ტრავმა ამ ბიჭს, ალბათ დამთხვევაა, უფრო სწორედ მინდა, რომ დამთხვევა იყოს. გადახედეთ სტატისტიკას და ნახავთ, რომ ყოველთვის, როცა ნაკრებს თამაშები ელის, ერთი კვირით ადრე ღებულობს ტრავმას. არაფერს არ ვამტკიცებ, უბრალოდ ფაქტს ვლაპარაკობ, უკვე მერამდენე შემთხვევაა?!
16 თებერვალი 2023 11:31
1
"შტურმი" საკუთარ "ინსტაგრამზე" გამოეხმაურა 26 წლის კიტეიშვილის ტრავმას, გაამხნევა და მალე დაბრუნება უსურვა.
კუნთის ტრავმა ზოგადად მძიმე არაა თუ მყესი არაა დაზიანებული.
ლაშა
16 თებერვალი 2023 11:29
2
Daiwko axla nakrebis tamashebisas unda gamogvakldnen tan sul rcheuli da sawiro bichebi:(( ra ubedurebaa?!
Givi
16 თებერვალი 2023 10:56
1
მოკლედ რა ამას ხომ იღბალი არააქ რა.
ეეე
16 თებერვალი 2023 10:47
2

სიახლეები პოპულარული