ევროტურნირები: გუგეშაშვილის ორი და კვეკვესკირის ერთი ტაიმი, წიტაიშვილი სათადარიგოებში და გოჩოლეიშვილი განაცხადს მიღმა

AutoSharing Option
დღეს ევროპა ლიგა და კონფერენს ლიგა საინტერესო მატჩებით განახლდა, რომლებშიც მონაწილეობა ლუკა გუგეშაშვილმა და ნიკა კვეკვესკირმა მიიღეს.

ევროპა ლიგა. 1/16-ფინალი

„შახტარმა“ ვარშავაში „რენს“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. დონეცკურ გუნდში არ უთამაშია გიორგი გოჩოლეიშვილს, რომელიც ტურნირის განაცხადში არ შეიყვანეს.

კონფერენს ლიგა. 1/16-ფინალი

„ყარაბაღის“ ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა მეკარე ლუკა გუგეშაშვილი, რომლის გუნდმა კონფერენს ლიგაზე ბაქოში „გენტს“ 1:0 მოუგო. გუგეშაშვილმა 92-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.

„ლეხი“ ნორვეგიაში „ბოდო გლიმტს“ დაუზავდა (0:0). პოლონური გუნდის სასტარტოში იყო ნიკა კვეკვესკირი, რომელიც შესვენების შემდეგ შეცვალეს, ხოლო გიორგი
წიტაიშვილი მწვრთნელმა ჯონ ვან დენ ბრომმა ისევ სათადარიგოთა შორის დატოვა.

საპასუხო შეხვედრები 24 თებერვალს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 13 /
გაუგებარია რატომ რჩები ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელი გუნდში, სადაც არ ჭირდებით? რა გახდა ნორმალური აგენტები არ მესმის ნამდვილად. ვერ დავიჯერებ რომ რომელიმე პოლონეთის დონის ჩემპიონატში, ან იგივე პოლონეთში შეუძლებელია ისეთი გუნდის მოძებნა, სადაც წიტაიშვილს სათამაშო დრო ექნება. შეიძლება თუნდაც ნაკლები ხელფასით. ვეტერანი ხომ არ არის ბოლოს და ბოლოს, რომ ფული იყოს მთავარი.
არტ
09:56 23-02-2023
0
ზოფადად უკრაინულ კლუბებში შახტარსა და დინამიში ქართველებს არ წყალობენ.სხვა სისტემა და სტილია.ერთი ჯალაძემ აუღო ალღო.გოჩოლეიშვილისთვის კი ადრეა ევროპა.
Master
23:58 17-02-2023
0

სიახლეები პოპულარული