მარიო რუი: მიაღწევს თუ არა "კვარა" რონალდოს დონეს? ეს შესაძლებელია და ჩვენდა საბედნიეროდ, კიდევ უფრო ძლიერი გახდება

AutoSharing Option
"ნაპოლის" 31 წლის პორტუგალიელმა მარცხენა მცველმა მარიო რუიმ რადიო Kiss Kiss Napoli-სთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას და თავისი გუნდის შესახებ ისაუბრა:

შეუძლია თუ არა "კვარას" რონალდოს დონეს მიაღწიოს

"შესაძლებელია, მე ეს გამიხარდება. საამისოდ მას დრო აქვს. ამიტომ ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ და იმედი მაქვს, რონალდოს დონეს მიაღწევს".

სპალეტის მიერ ხვიჩას სალაჰთან შედარებაზე

"მათ შორის განსხვავება არსებობს და ვფიქრობ, მწვრთნელმა ის იგულისხმა, რომ სალაჰი მის ხელში ნაკლებად ინდივიდუალური გახდა და იგივეა "კვარას" შემთხვევაშიც. ორივე ძალიან მაღალი კლასის ფეხბურთელია. "კვარას" გაუმჯობესების დიდი შესაძლებლობები აქვს.
ჩვენდა საბედნიეროდ, ის კიდევ უფრო ძლიერი გახდება".

"აინტრახტთან" მომავალ მატჩებსა და სკუდეტოზე

"ჩვენ "აინტრახტის" შესაძლებლობები ვიცით. ევროპა ლიგა მოიგეს. რთული დაპირისპირებები გველის, მაგრამ ჩვენი მიზანი, ისევე, როგორც მათი, გამარჯვების მოპოვებაა.

ჩემპიონატზე 16 მატჩია დარჩენილი და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. შორს არ ვიხედებით, თამაშიდან თამაშამდე მივდივართ. ყველას უნდა, ფეხი დაგვიცდეს და დაგვამარცხოს, თუმცა ჩვენ მზად უნდა ვიყოთ".

alt"სასუოლოს" მწვრთნელი: კვარაცხელია უნდა შევზღუდოთ და ერთი-ერთზე არ დავტოვოთ

alt"ნაპოლის" თავდამსხმელს რამდენიმე კვირა მოუწევს უქმობა

altთანხმობა 100 მილიონ ევროზე - პრემიერლიგის გუნდი მზადაა, ხვიჩას სანაცვლოდ ეს თანხა გადაიხადოს

alt"ნაპოლის" გულშემატკივარმა ხვიჩას გოლის შემდეგ საქართველოს დროშა გაშალა [VIDEO]

altქართულ-ნიგერიული დუეტი არავის ინდობს - ვინ დაისვენებს ჩემპიონთა ლიგის წინ?

მკითხველის კომენტარები / 21 /
ყველა ქართველის სურვილია რომ კვარა ტოპ ფეხბურთელი გახდეს და ოქროს ბურთი მოიგოს, მაგრამ რონალდუსთან შედარება არარეალურია. რაც რონალდუს ფეხებში აქვს მოხვედრილი ვინმეს თუ გახსოვთ მისი ტრამვა, უბრალოდ წარმოუდგენელია რამხელა შრომა აქვს რონალდუს ამაში ჩადებული, ვარჯიში, კვება, აღდგენა და ცხოვრების სწორი სტილი. ხვიჩა ამისთვის თავის თავს უნდა გადაახტეს, სხვანაირად ვერ მიაღწევს ვერაფერს, მარტო ნიჭით შორს ვერ წავა, ქინქლაძის მაგალითი ცხვირწინ არის, ხვიჩა კიდევ ქინქლაძეზე ნიჭიერი ვერ არის
მამუკა
06:23 17-02-2023
38
როლანდოს ხასიათში არ დაემსგავსოს, მთავარი ეგ არის. როლანდო არის ამბიციური და ბოღმა.
ზურა
12:50 17-02-2023
11
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული