პოლონეთის ექსტრაკლასას 21-ე ტურში "კრაკოვიამ" სახლში 2:1 სძლია "სტალს" და გამარჯვებაში დიდი წვლილი ოთარ კაკაბაძემ შეიტანა.
კაკაბაძე შესვენების შემდეგ შევიდა შეცვლაზე, როდესაც მისი გუნდი 0:1-ს აგებდა, 47-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 85-ე წუთზე მისი პასით პატრიკ მაკუჩმა გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა.
ამ სეზონში ყველა ტურნირზე ოთარის ანგარიშზე 18 მატჩში 2 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.
კრაკოვული გუნდი 32 ქულით მეხუთე ადგილზეა და 25 თებერვალს სტუმრად "პიასტს" შეხვდება.