
კაკაბაძე 65-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, 73-ე წუთზე ფინელი თავდამსხმელი ბენჟამინ კალმანი მეკარეს პირისპირ შეჰყარა და მან საბოლოო ანგარიში დაფიქსირა.
კაკაბაძემ ამ სეზონში ჩემპიონატის 10 მტჩში 1 საგოლე გადაცემა გააკეთა, მისი გუნდი კი 17 ქულით მეხუთე ადგილზეა და 8 ოქტომბერს „ლეხიას“ უმასპინძლებს.