63 წლის იტალიელის თქმით, მისი გუნდის გამარჯვება სწორედ ქართველი გარემარბის დამსახურებაა.
"ამ გამარჯვებაში უდიდესი წვლილი ხვიჩა კვარაცხელიას მიუძღვის, რომელმაც ცენტრიდან დრიბლინგი პეპლის სიმსუბუქით დაიწყო, რა თქმა უნდა, აღსანიშნავია ოსიმენის გოლიც, მიუხედავად ორი გაცუდებული მომენტისა. აუცილებელია, რომ მეტი ბალანასი ვიპოვოთ, რადგან მუდამ მუდამ ამ 2 ფეხბურთელზე დამოკიდებულები არ ვიყოთ. რაც შეეხება ნიგერიელის ტრავმას, ხვალ ყველაფერი გვეცოდინება.
"აინტრახტი"
"ნაპოლი" 62 ქულით ლიდერია და უახლოესი მდევარი "ინტერი" 18 ქულით ჩამოიტოვა, რომელიც ხვალ "უდინეზეს" უმასპინძლებს. სპალეტის გუნდი 22 თებერვალს ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში ფრანკფურტში "აინტრახტს" დაუპირისპირდება, 25 თებერვალს კი გასვლაზე "ემპოლის" შეხვდება.
"სერია A მათ არ იმსახურებს" - იტალიელმა ჟურნალისტმა "კვარასა" და ოსიმენზე ისაუბრა
რა შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "სასუოლოსთან" მატჩში