კვარაცხელია - "ბიჭი ხვლიკის ნაკბენით" და დრიბლინგი, რომელიც საზღვრებს მიღმაა!..

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიამ მორიგი დიდებული მატჩი ჩაატარა. მიუხედავად იმისა, "კვარასგან" უკვე აღარაფერი გვიკვირს, გოლისას მისი ფეხის მოძრაობამ და დარტყმამ ჭეშმარიტი ფეხბურთის გულშემატკივრები ერთხელაც აალაპარაკა. ქართველზე სათქმელი ისევ ბევრია, ამჟამად კი ერთ სტატიას შემოგთავაზებთ, რომელიც 2023 წლის თებერვალში გამოქვეყნდა, მაშინ, როცა 77-ე ნომერმა ისეთი გოლი გაიტანა, თვალებიდან ახლაც რომ არ ამოგვდის (სეზონის საუკეთესოდ კიდევ უფრო მაგარი დასახელდა, "ატალანტასთან")...

ფეხბურთი საუკეთესოობას არავის წაართმევს - ლევ იაშინსაც თავისი ადგილი უჭირავს და ფრანც ბეკენბაუერსაც. პაოლო მალდინიც ახსოვთ, კლოდ მაკელელეც და რაულიც, თუმცა რა ვუყოთ იმას,
რომ დრიბლინგი თვალს ყველაზე მეტად სიამოვნებს და მისი მეშვეობით ფეხბურთი უფრო თვალწარმტაცი ხდება. იქნებ არც არაფერი უნდა მოვიმოქმედოთ და ამით სიამოვნება მაქსიმალურად მივიღოთ. მაინც თამამად ვიტყვით - ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლის" მაისურით საუკეთესო გოლი გაიტანა, როცა "სასუოლოს" კარი ბრწყინვალე დრიბლინგის შემდეგ დალაშქრა.

Sportall.Ge

მთელი სეზონის განმავლობაში ვწერთ, რომ ნეაპოლელთა ქართველი გარემარბის თამაში უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ შედეგიანი მოქმედებები. ის ყველა საფეხბურთო ასპექტში გამორჩეულია და ეს ძალიან დასაფასებელია, თუმცა ისეთი გოლი, როგორიც სერია "ა"-ს 23-ე ტურში ვნახეთ, ნეიტრალური გულშემატკივრების მეხსიერებაშიც მყარად ილექება და ესაა ის, რაც ამა თუ იმ ფეხბურთელს საყოველთაო აღტაცების ობიექტს ხდის, საზღვრებს მიღმა!..

Sportall.Ge

კვარაცხელიას კ(ვ)არავაჯო მხოლოდ სახელის მსგავსების გამო არ უნდა ვუწოდოთ. იტალიელი შემოქმედის ნახატები უბრალო ადამიანების სულში ჩაწვდომას ახერხებდა. "ბიჭი ხვლიკის ნაკბენით" - ასე ჰქვია მის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნამუშევარს, რომელშიც ცოტათი საკუთარ თავსაც გვაჩვენებს. "კვარადონა" თავმდაბალი ბიჭია, რომელმაც იცის, რომ მისი უბრალოება მოედანზე და მის მიღმა ადამიანებს ეკრანებთან და სტადიონზე აბედნიერებს, სამშობლოს უფრო ამაყს ხდის, ემიგრანტებს - თავდაჯერებულს. ხვიჩას შეუძლია, ამ ძველი და ტრადიციული გუნდის გულშემატკივრებს ნანატრი სკუდეტო დაუბრუნოს და იმ დიდებას აზიაროს, სწორედ დრიბლინგისა და არამხოლოდ მის ღმერთად აღიარებულ მარადონას დროს რომ ჰქონდათ.

ჩვენ მაინც ყველაფრის "გაქართულება" გვიყვარს და სადაც კარავაჯოა, იქ ნიკალაზეც უნდა ვთქვათ. "ნამდვილი ხალხური გადმოცემის მთელი სიცხოველით ასახვა" - ასე ახასიათებდნენ ნიკო ფიროსმანს (დიმიტრი შევარდნაძე), ის ძალიან უბრალო ადამიანი იყო და  გენიალურს ქმნიდა.

Sportall.Ge

ხვიჩა კვარაცხელია მალე თავად გახდება (უკვე არის) მილიონობით ადამიანისთვის მისაბაძი, ათასობით სპორტსმენის კუმირი. თუკი ის სტეფ კარის აღნიშვნით იწყებდა, გავა დრო და გოლის შემდეგ მის ჟესტს სხვები "გადაამღერებენ"...

დრო კიდევ ბერი გვექნება, როცა "კვარას" ირგვლივ ტაქტიკური ნიუანსებით, კრიტიკული პასაჟებითა თუ კიდევ უფრო გაზრდილი მოთხოვნებით ვისაუბრებთ, შიგადაშიგ ცოტას იმაზეც ვიღელვებთ, არ გადავავმლაშოთ. ამასობაში, "ნაპოლის" სხვა ფეხბურთელების ღვაწლსაც არ დავკარგავთ, ლუჩანო სპალეტის გარჯასაც გამოვარჩევთ, ახლა კი ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ ბევრი სიხარულის დროა - ქართველი "მხატვარი" დუნიას (ქვეყანა) იპყრობს!..

altკვარაცხელიას გოლი და საგოლე გადაცემა - "ნაპოლიმ" გაიმარჯვა და გალიდერდა [VIDEO]

altკვარაცხელია - მარცხთან შეუგუებელი და პოზიტიური ენერგიით გაბრაზებული - როცა ემოციებს სასარგებლოდ წარმართავ...

მკითხველის კომენტარები / 44 /
როგორ ვაქე გუშინ ღვთისავარის ნაწერი და კვარა , მაგრამ არ გამოაქვეყნეს.
0
ყოცაღ, ღვთისავარ. ყველაფერთან ერთად ფართო შეხედულება გაქვს ერთი შეხედვით 'ვიწრო' საკითხებზე. ეს განსაკუთრებულ ელფერს სძენს შენს სტატიებს! კიდევ, ყოჩაღ.
გიორგი
17:19 17-09-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული