გიოტცე: კვარაცხელიასა და ოსიმენთან თამაშისას სიფრთხილე გვმართებს

AutoSharing Option
22 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში, "აინტრახტი" "ნაპოლის" უმასპინძლებს. შეხვედრის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ფრანკფურტული გუნდის ნახევარმცველმა მარიო გიოტცემ ისაუბრა:

"ჯგუფურ ეტაპზე ბევრი რამ ვისწავლეთ და მერვედფინალში გასვლა დავიმსახურეთ. ვიცით, რა რთული დაპირისპირება გველის. გამოცდილება მნიშვნელოვანია, მაგრამ საბოლოოდ გადამწყვეტი სწორედ დეტალები იქნება. შეიძლება სენსაციური მატჩი ვიხილოთ. პლეი-ოფის თამაშებს მოუთმენლად ველოდებით. სტადიონზე შესანიშნავი ატმოსფერო იქნება. ამ რთულ დაპირისპირებაში გულშემატკივრები დაგვეხმარებიან. პოზიტიურად ვართ განწყობილი, კარგად ვთამაშობთ და დარწმუნებული ვარ, "ნაპოლისთანაც" ასე იქნება. სამივე ტურნირზე კარგ მდგომარეობაში ვიმყოფებით.
ცხადია, ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის
წინააღმდეგ ყურადღებით უნდა ვიმოქმედოთ. სიფრთხილე გვმართებს. ორივეს ჩინებული უნარები და ხასიათი აქვს, ყოველ სამ დღეში აჩვენებენ, რაც შეუძლიათ. გავიმეორებ, მატჩს მოუთმენლად ველი, რათა ტოპ-დონის ამ ფეხბურთელებთან საკუთარი შესაძლებლობები გამოვცადო. მათ სკუდეტოს მოგების შესანიშნავი შანსი აქვთ.

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინის ნაკრებს და ლეო მესის ვგულშემატკივრობდი. მინდოდა, გაემარჯვათ და გაიმარჯვეს კიდეც. ფინალს ჩემთან ერთად ჩემმა შვილმა უყურა და ძალიან გავიხარეთ".

მკითხველის კომენტარები / 10 /
არ დამტვრეულიყო დი მარია 2014ში მაშინ არგენტინას ვერ მოუგებდა გერმანია,მესი ჩაკეტეს და მარტო პალასიოსი დარბოდა(ქვილითაიას დონის თავდამსხმელია)
Levani
20:43 21-02-2023
0
ხო სულ დამავიწყდა,მარიო კარგი ფეხბურთელი კი ხარ,მაგრამ დღეს შენი გუნდის მცველებს ხვიჩა და ოსიმენიც გაჩენის დღეს აწყევლინებენ,ისეთ დღეში ჩააგდებენ რომ საერთოდაც ფეხბურთის თამაშს შეაჯავრებენ!!!
ზაზა
16:30 21-02-2023
3

სიახლეები პოპულარული