მიქაუტაძე "უდინეზეს" მთავარი სატრანსფერო სამიზნეა

AutoSharing Option
"უდინეზე" საქართველოს ნაკრების ფორვარდით, გიორგი მიქაუტაძით დაინტერესდა. ამის შესახებ ინფორმაცია Mondoudinese-მ გაავრცელა.

წყაროს ცნობით, იტალიური კლუბი შემტევის პოზიციაზე 3 ფეხბურთელის შეძენის ვარიანტს განიხილავს, თუმცა გიორგი სიაში ნომერ პირველ კანდიდატად მიიჩნევა.

მის გარდა, "უდინეზე" "სპეციას" ფორვარდით, მბალა ნზოლათი და "ტიგრესის" თავდამსხმელით, მატეო რეტეგით ინტერესდება.

შეგახსენებთ, ანდრეა სოტილის გაწვრთნილი გუნდი ამჟამად სერია A-ს სატურნირო ცხრილში 30 ქულით მე-10 ადგილს იკავებს.

რაც შეეხება გიორგი მიქაუტაძეს, 22 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში "მეცის" მაისურით ლიგა-2 ში ჯამში 21 შეხვედრა ჩაატარა, თავი კი 11 გატანილი გოლით
გამოიჩინა.

altმიქაუტაძეს გოლი არ ჩაუთვალეს - "მეცმა" დასანანი ქულები დაკარგა

altმიქაუტაძემ ნაკრებშიც უნდა გაიტანოს - როგორი იქნება კვარაცხელიასთან ურთიერთქმედება?

alt"გთხოვ, არ იტირო, ნუ ტირი" - მიქაუტაძე და პატარა გულშემატკივარი [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 14 /
ერთი ნორვეგიას მოვუგოთ 28 მარტს და მერე ნახეთ ჩვენი ფეხბურთელების მიმართ ინტერესის გაზრდა!
საქართველო ვალდებულია ვიკინგებს მოუგოს და ეს კიდევ ერთი დასტური იქნება დოღლიგის უსუსურობისა, სადაც თამაშობენ ნორვეგიელების უმრავლესობა.
ლაშა
13:47 23-02-2023
2
თუ გამოვიდა უდინეზე ძალიან კარგი ვარიანტია
gionat
14:50 23-02-2023
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული