მატჩის დღე - კვარაცხელია და "ნაპოლი" მთავარ მიზანთან უფრო მიახლოებას ეცდებიან!..

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში გამარჯვების ("აიტრახტთან" სტუმრად 2:0) შემდეგ, "ნაპოლი" ისევ შიდა ასპარეზზე გადაერთვება და სეზონის უმთავრესი მისიის შესასრულებლად, მოიპოვოს სკუდეტო 33 წლის შემდეგ, კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამს. ლუჩანო სპალეტის გუნდი "ემპოლის" დღეს, 25 თებერვალს, თბილისის დროით 21:00 საათზე ესტუმრება.

Sportall.Ge

8 დღეში 3 მატჩის ჩატარება მარტივი არაა, თუმცა ნეაპოლელებს ახლა ყველაფერი გამოსდით და მოდუნების უფლება არ აქვთ. შემადგენლობაზე საუბარი ყოველთვის საინტერესოა. მოსალოდნელია, რომ ჩემპიონთა ლიგაზე მოთამაშე სასტარტო თერთმეტეულში ის ცვლილებები გაკეთდება, რა როტაციასაც სპალეტი ხშირად მიმართავს. შესაბამისად, ოლივერას რუი
შეცვლის, ზელინსკის - ელმასი, იმ შეხვედრაში საუკეთესოდ დასახელებულ ლოსანოს კი - პოლიტანო. იქნება თუ არა სხვა ცვლილება, განსაკუთრებით, კვარაცხელიასა და ოსიმენის შემთხვევაში, ამას ერთად ვნახავთ.

ხვიჩა კვარაცხელიამ საგოლე პასით ხასიათი კი გამოიკეთა, თუმცა გამოუყენებელი პენალტის გამო ის მაინც გულდაწყვეტილი იყო და უახლოეს მატჩშიც ეცდება, ლაღი და შედეგიანი თამაში კვლავ განაგრძოს, რასაც შეგვაჩვია. 12 გოლი, 13 საგოლე პასი, 3 მოპოვებული პენალტი და მისი დრიბლინგებითა და შემოქმედებითობით აღფრთოვანებული საფეხბურთო ევროპა - ასეთია "კვარადონას" მონაგარი.

დი ლორენცო "ემპოლის" მაისურით

Sportall.Ge

ამ გუნდების პირველ დაპირისპირების შემდეგ, რომელშიც ნეაპოლელებმა (2:0) მოიგეს, ასეთი სათაური შემოგთავაზეთ (იხ. ქვემოთ) - "ნაპოლი" ხვიჩასა და ფანტაზიის გარეშე - გამარჯვება "საჩემპიონო" სტილში". მხოლოდ ამით რომ ვიმსჯელოთ, იოლად გავიხსენებთ, თუ რა ტიპის მატჩი იყო. მოგეხსენებათ, "ლივერპულთან" მიღებული ტრავმის გამო, ჩვენებური იმ დაპირისპირებას ტოვებდა. გასულ სეზონში "კარლო კასტელანიზე" დრამა გათამაშდა. მერტენსისა და ინსინიეს გოლებით სტუმრები სოლიდურად დაწინაურდნენ, თუმცა 80-დან 88-ე წუთამდე "ემპოლიმ" ნამდვილი სასწაული მოახდინა და (3:2) გაიმარჯვა. ნეაპოლელებმა 2019 წელსაც (1:2) წააგეს. იცით, ვინ გაიტანა გამარჯვების გოლი? - "ნაპოლის" დღევანდელმა კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ. მარჯვენაფლანგელს იმ სეზონში 5 გოლი და 3 "ასისტი" ჰქონდა და ტრანსფერიც მალევე განხორციელდა.

"ემპოლი" საინტერესო გუნდია. 40 წლის პაოლო ძანეტის ბიჭებს მიმდინარე სეზონში 10 ფრე (23 ტურში) აქვთ, რაც მართლაც უნიკალური შედეგია. საინტერესოა, რომ მათ საკუთარ კარში სულ 29 გოლი მიიღეს. ეს უფრო ცოტაა, ვიდრე "მილანის" მაჩვენებელი (30) და ახლოსაა "ინტერთან"(27). აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ამ გუნდს დაცვაში ნაკლები პრობლემები აქვს, შეტევაში კი უჭირს. იმასაც შეგახსენებთ, რომ მათ რიგებში ერთ დროს ლევან მჭედლიძეც გამოდიოდა.

Sportall.Ge

"ინტერთან" მარცხის (0:1) შემდეგ "ნაპოლის" ჩემპიონატში ზედიზედ 7 გამარჯვება აქვს. საინტერესოა, რომ "ემპოლიმ" 2023 წელს მილანელთა სტუმრად დამარცხება (1:0) შეძლო და სიმონე ინძაგის გუნდს ნეაპოლელბთან უფრო მიახლოების საშუალება არ მისცა. შეგახსენებთ, ამჟამად სხვაობა 15 ქულაა.

ვიქტორ ოსიმენი სერია "ა"-ს მიმდინარე გათამაშებაში მე-19 გოლის გატანას ეცდება, რაც ბრწყინვალე მაჩვენებელია. ნიგერიელი გაჩერებას არ აპირებს და კონკურენტები საკმაოდ ჩამორჩება. ლაუტარო მარტინესის ანგარიშზე 13 გოლია.

მატჩს 31 წლის ჯოვანი აიროლდი განსჯის. ის 12 ნოემბერს "ნაპოლი" - "უდინეზეს" (3:2) მთავარი არბიტრი იყო, "კვარას" კი არც იმ შეხვედრაში უასპარეზია.

 

alt"ნაპოლი" ხვიჩასა და ფანტაზიის გარეშე - გამარჯვება "საჩემპიონო" სტილში

altკვარაცხელიასთან მაინც ინანებ - შეფასების კრიტერიუმები, მწვრთნელის როლი და მომავალი პენალტისტის ამბავი...

მკითხველის კომენტარები / 14 /
პირველ რიგში კვარა კარგ გუნდში და კარგ ქვეყანაში თამაშობს,ნეაპოლს ის უყვარს და ეფერება,ამ მხრივ ხვიჩა ბედნიერია,ჩვენც ბედნიერები ვართ მისით,ვამაყობთ ყველგან და ყველასთან რომ ის ჩვენი ქვეყნის შვილია,მეორეც ხვიჩაც ცდილობს რომ ყოველთვის გაგვახაროს თავისი ლამაზი და შედეგიანი თამაშით,დარწმუნებით შემიძლია გითხრათ რომ სკუდეტო ნაპოლისთან ერთად ჩვენც გვეკუთვნის,რამეთუ ხვიჩას როლი ამ გუნდში უზომოდ დიდია,თუ გადამწყვეტი არა,მესამეც შესაძლოა ლიგაზეც გავიმარჯვოთ ხვიჩასთან ერთად და ყველაფერის ფინალიც საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატებული გამოსვლები იქნება,დღეს კი გოლი გვინდა ხვიჩა არ დაგვაღალატო!!!
ზაზა
17:32 25-02-2023
1
დიახაც 77 ეს ციფრი არაა შემთხვევითი ეს მაგიური ციფრია ზუსტად ამდენი წელი რჩება ამ უბადრუკი ცივილიზაციის დასასრულამდეეეე
გიორგი
17:29 25-02-2023
8

სიახლეები პოპულარული