მატჩის დაწყებამდე "ემპოლის" მცველმა სებასტიანო ლუპერტომ ჟურნალისტებთან ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის შესახებ ისაუბრა.
"ოსიმენი და "კვარა"? მათ წინააღმდეგ პერსონალურ მეურვეობას არ დავაწესებთ, რადგან სხვა კარგი ფეხბურთელებიც ჰყავთ, უბრალოდ შეცდომები არ უნდა დავუშვათ და ყურადღებით ვიყოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში დავისჯებით" - განაცხადა ლუპერტომ.
აღსანიშნავია, რომ ორივე გოლი ხვიჩა კვარაცხელიას აქტიურობას მოჰყვა, რაც შეეხება ოსიმენს, მეორე გოლი სწორედ ნიგერიელმა ფორვარდმა გაიტანა.
კვლავ "კვარას" აქტიურობით, ოსიმენმა სხვაობა ორამდე გაზარდა [VIDEO]
კვარაცხელიას შესანიშნავი პასი და "ნაპოლი" დაწინაურდა [VIDEO]