"ნაპოლი" დაფრინავს და რეკორდებს ხსნის - 4 მნიშვნელოვანი ამბავი გუშინდელი მატჩის შემდეგ

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" მიმდინარე სეზონში ბრწყინვალედ ასპარეზობს და რეკორდებს ხსნის. მოგეხსენებათ, გუშინ სერია A-ს 24-ე ტურში "პარტენოპეიმ" გასვლაზე "ემპოლი" 2:0 დაამარცხა.

გთავაზობთ 4 მნიშვნელოვან ფაქტს, რომელიც გუშინდელი მატჩის შემდეგ დაფიქსირდა:

1) "ნაპოლიმ" სერია A-ში პირადი რეკორდი დაამყარა. კლუბს 24 ტურის შემდეგ 21 შეხვედრაში არასდროს უმარჯვია. აქამდე 24 ტურის შემდეგ საუკეთესო მაჩვენებლი მაურისიო სარის "პარტენოპეის" ჰქონდა დაფიქსირებული, რომლის ხელმძღვანელობითაც გუნდმა 2017/18-წლების სეზონში 20-ჯერ იმარჯვა. 

2) ტოპ 10 ლიგაში გასვლაზე ყველაზე მეტი შეხვედრა "ნაპოლისა" და "სელტიკს" (11) აქვთ მოგებული.

3) იანვრის შემდეგ
გასვლით მატჩებში სპალეტის გუნდს უკვე 6 შეხვედრაა გოლი არ გაუშვია. ტოპ 5 ლიგაში მსგავსი მაჩვენებლი აქვთ დაფიქსირებული "ბარსელონასა" და "ნანტს".

4) "ინტერისა" და "იუვენტუსის" შემდეგ "ნაპოლი" პირველი გუნდი გახდა, რომლის მეტოქემაც სერია A-ში გასვლით მატჩებში ზედიზედ 5 შეხვედრაში ბურთი ვერ გაუტანა.

altოსიმენმა "ემპოლის" კარში გატანილი გოლით 130 000 ევრო გამოიმუშავა

altორივე გოლი ხვიჩამ შექმნა - კაცნაკლულმა "ნაპოლიმ" გაიმარჯვა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 24 /
ხვიჩას ოდნავ ინერტულ თამაშზე ( რატომ იყო ინერტული მაინც ვერ გავიგე, ორივე გოლი ხვიჩუსი იყო?) ასეთი დაბალი შეფასებები იმის მაჩვენებელია, რომ ხვიჩას უკვე მოეთხოვება იმდენი, რამდენიც მესის, მბაპეს, ბენზემას, ჰალანდს, სალაჰს მოეთხოვება, ანუ მას უკვე აღიქვამენ როგორც სუპერვარსკვლავს, ეს მხოლოდ კარგზე მიუთითებს. არ ინერვიულოთ არაფერი. ჩვენ ხვიჩა გყვავს. სუპერმენი.
26 თებერვალი 2023 18:10
0
-მსოფლიო დონის ფეხბურთელი გვყავს,ნაპოლიც მართლა მაგარი-მანქანა გუნდია..მაგრამ ხვიჩა ბოლო 2 თამაშში აინტრახთან და ემპოლისთან მართლა გაუგებრად ინერტული იყო,აღარ იღებს თავზე ლიდერობას,ალბათ უთხრეს სხვა ათამაშე, სხვა უნდა თამაშ-ო... მით ნიჭი და ტალანტი,რაც შეუძლია-აღარ ჩან.

-ხვიჩა ერთი მაგათი-ც...შენი ფეხბურთი ითამაშე,ართმევებზე ხშირად წადი,თავად მოიპოვე და ხ შ ი რ ა დ გააკეთე-ინდივიდუალური გარღვევები,შენი გოლის გატანაზე მეტად იმოქმედე,ე.ი ლიდერობისთვის ითამაშე...
თორემ მაგდაგვარ ინერტულულობა ახშობს ნიჭს,უნარებს,კლასს... მუდმივი ე.წ. ,,გუნდური თამაშით,, ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზედა ჩაიკარგა-ჩაკარგეს,ე.ი.ის ფეხბურთელები-ტალანტები,მაყურებელს ვინც აღფრთოვანებს და რა ფეხბურთი-ც უყბართ-მოწონთ.
თუ არ და ვერ გაიგიგეს-სხვა ტოპ-ლიგაში გასადი!
ანუ დააყენე პირობა-,,მსურს უპირატესად ინდივიდუალური ფეხბურთი-თამაში და მისი შესაძლებლობა უნდა მომეცეს,თორემ ერთი თქვენიც ...,,!
კახაბერი
26 თებერვალი 2023 15:54
12
ჩინეთის ჩემპიონატში იან ძუნ ძუნმაც 11 შეხცედრა მოიგო სტუმრად P შოტლანდიის ჩემპიონატი რიდის აქეთ გახდა ტოპი ? DD
zura222
26 თებერვალი 2023 15:20
4
მეც ვიღადავე მაგაზე. აქამდე აქამდე ახსენებდნენ ტოპ 5 ლიგას, მაქსიმუმ 6 თუ პორტუგალიასაც ამატებდნენ. ეხლა ტოპ 10 ს ითვლიან თურმე? საინტერესოა 7,8,9 რომელია მოხსენიებული
მურთო
26 თებერვალი 2023 16:48
0
Whoscored.com- მმა ხვიჩას 6.6 დაუწერა გუშინდელ თამაშში, რაც ერთ-ერთი ყველაზე სუსტი მაჩვენებელია. გამაოცა ამ შეფასებამ, ორივე გოლი 80% ხვიჩას დამსახურებაა, მეტი რა უნდა ექნა?
ლადო
26 თებერვალი 2023 14:42
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული