პორტუგალიის ჩემპიონატის 22-ე ტურში გიორგი აბურჯანიას "ჟილ ვისენტემ" მოულოდნელად სტუმრად 2:1 სძლია "პორტუს".
დებიუტი მასპინძლებისთვის ცუდს არაფერს მოასწავებდა, პირიქითაც შეიძლება ითქვას, მე-4 წუთზე მეჰდი ტარემიმ დააწინაურა, მაგრამ 26-ე წუთზე ფრან ნავარომ ანგარიში გაათანაბრა და ამის შემდეგ მსაჯმა "დრაკონების" მცველი ჟოაო მარიო პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა, ხოლო 45+2-ე წუთზე სტუმართა გუნდის თავდამსხმელმა მურილიომ პენალტი გაიტანა. 52-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო "პორტუს" ნახევარმცველმა მატეუს ურიბემ და მისი გუნდი ორკაცნაკლული დარჩა. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეიცვალა და "ჟილ ვისენტემ" სენსაციური გამარჯვება მოიპოვა.