"საბედნიეროდ, წიტაიშვილის თავგადასავალი "ლეხში" დასრულდება" - პოლონური გამოცემა ქართველს აკრიტიკებს

AutoSharing Option
პოლონეთის ექსტრაკლასას 22-ე ტურში "ლეხი" ვროცლავში 1:2 დამარცხდა "შლიონსკთან". სტუმართა გუნდში შეუცვლელად ითამაშა ნიკა კვეკვესკირმა და ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო გიორგი წიტაიშვილს, როგორც იქნა, თავის გამოჩენის შესაძლებლობა მიეცა - ის მწვრთნელმა ჯონ ვან დენ ბრომმა სასტარტოში დააყენა და 70-ე წუთზე ჟოაო ამარალით შეცვალა.

მოკლედ მოგითხრობთ მატჩის შესახებ: 33-ე წუთზე მსაჯმა პირდაპირი წითელი ბარათით პოზნანელთა ნახევარმცველი რადოსლავ მურავსკი გააძევა, რის შემდეგაც მასპინძლებმა ორი გოლი გაიტანეს და დაწინაურდნენ. 72-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო "შლიონსკის" მცველმა ვიქტორ გარსიამ, 88-ე წუთზე კი მიხალ სკორაშმა ამარალის
პასით ანგარიში შეამცირა.

"ლეხი" 36 ქულით მეოთხე ადგილზეა, ლიდერ "რაკუვს" 16 ქულით ჩამორჩება, 3 მარტს ჩემპიონატზე "ლეხიას" მიიღებს, ხოლო 10 მარტს, კონფერენს ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში, შვედეთის "იურგორდენს".

KKSLECH.com-ი ტრადიციულ რუბრიკაში "ლეხის" სხვადასხვა ფეხბურთელის თამაშზე ანალიზს აკეთებს და ამჯერად წიტაიშვილი შეაფასა - სეზონში მეორედ.

გამოცემა წერს, რომ ქართველს წელს პირველად მიეცა შანსი, თანაც ძირითად შემადგენლობაში, პირველივე წუთებიდან ნაკლებად შესამჩნევი იყო, 51-ე წუთზე კარგი მომენტი ვერ გამოიყენა, 57-ე წუთზე მისი არაზუსტი პასის შემდეგ ბურთს ჯონ იებოა დაეუფლა და მან საჯარიმოს გარედან გოლი გაიტანა.

KKSLECH.com-ი გიოს აკრიტიკებს, ცოტა არ იყოს, არადელიკატურადაც და აღნიშნავს, რომ საბედნიეროდ, მისი თავგადასავალი "ლეხში" არაუგვიანეს 27 მაისს დასრულდება.

შეგახსენებთ, გიორგის კიევის "დინამოსთან" კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, "ლეხში" კი იჯარის წესით თამაშობს.

მკითხველის კომენტარები / 22 /
წარმატებული კარიერისათვის აუცილებელია, ფეხბურთელმა არ კარგოს დრო ისეთ გუნდშებში, რომლების სტილიც მისი არაა. სისულელეა იმის მტკიცება, რომ გინდა კიევის დინამოში და გინდა ლეხში სპეციალურად არ ათამაშებენ რაღაც ანტიპატიის გამო. საკუთარი თავის მტერი არავინაა და ფეხბურთელი ჭირდებოდეს, ყავდეს და არ ათამაშებდეს არალოგიკურია. უბრალოდ მათი თამაშის სტილი წიტაიშვილისას არ შეესაბამება და ამიტომ ის მათ სქემაში ვერ ჯდება. ამიტომ არის საჭირო კარგი აგენტი, რაც ზოგადად ჩვენი ფეხბურთელებისათვის დიდი პრობლემაა. წიტაიშვილი კი ძალიან ნიჭიერია, არც მის უდისციპლინობაზე და სიზარმაცეზე დაუჩივლია არცერთ მწვრთნელს და თუ სათავისო გუნდში მოხვდა, მაგარ ფეხბურთს ითამაშებს. წარმატებები!
არტ
01 მარტი 2023 17:11
0
ხვიჩასავით არ ვიცი, მარა ესეც საკმოად ნიჭიერია, შრომისმოყვარეობის რა მოგახსენოთ.
ggg
01 მარტი 2023 16:47
0
ჩემი აზრით გიო ავსტრიის ჩემპიონატს კარგად მოერგებოდაამ პოლონური გუნდების არც თამაში მომწონს და არც ჩვენ ფეხბურთელების მიმართ დამოკიდებულება
aleksandre
01 მარტი 2023 15:34
0
იმედია იპოვის კარგ გუნდს გიო,ან დინამო კიევში მიეცემა შანსი.ნამდვილად არ მინდა ოქრიაშვილის სიტუაცია განმეორდეს,ნაკრებში გულს რომ დებდა მოედანზე,კარგ თამაშებსაც ატარებდა,საკლუბო დონეზე კი არასტაბილური კარიერა და ეპიზოდური გამონათებები ჰქონდა.
Მეზღვაური
01 მარტი 2023 13:29
0
ლეხი თორე ეგეც მყავდეს ახლა ბაიერნი ან რეალი. წადი გიო შრომისმოყვარე ხარ, სადაც დაგაფასებენ იქ აჯობებს
რაბუ
01 მარტი 2023 12:54
2
იმედია ისეთ გუნდში წავა სადაც სათამაშო დრო ექნება. აუსტრიაში გამოგვდისო თამაში იქნება ლოჩოსავით მერე სადმე მოხვდე
beqa
01 მარტი 2023 11:47
0
გიორგი არის სტაბილური, ძლიერი ფეხბურთელი.
იქნებ აჯობოს კარიერა არ გააგრძელოს უკრაინულ და პოლონურ გუნდებში (მათდამი პატივისცემის მიუხედავად!).
ვარჯიშებისადმი პროფესიონალური მიდგომით(ამას ის შესძლებს) საკლუბო წარმატებებიც იქნება!
ამაში გავლენის მოხდენა მის აგენტსაც შეუძლია.
წინ ძალიან დიდი დრო აქვს!
წარმატებები გიო!
თემური
01 მარტი 2023 10:13
1
Saqme imashia rom gios donis da potencialis mqone fexburteli arc kavs lexs,magram realoba aris is rom ver moergo gunds,bevri shansic ar mices, axla mtavaria monaxos iseti klubi sadac itamashebs da ganvitardeba. Warmatebebi!!!
Givi
01 მარტი 2023 10:12
1
აშკარად არაა ლეხი წიტაიშვილის გუნდი, არადა მეტი შეუძლია ბევრათ მისი ნაკრებში ჩატარებული თამაშები ამაზე ნათლად მეტყველებს.
გიონატ
01 მარტი 2023 09:27
1
გიორგი წიტაიშვილი არის ძალიან მაგარი კაცი და ძლიერი ფეხბურთელი,გუნდი კი არ უვარგა,როგორ უნდა იყოს ფორმაში,როდესაც სკამზე უზით?ფეხბურთელს სჭირდება მოედანზე ყოფნა რომ თამაშით დაამტკიცოს და არა სკამზე ჯდომა,სკამზე ჯდომას მეც კი შევძლებდი,გინდ ეს სკამი ბარსელონაში იყოს!!!
ზაზა
01 მარტი 2023 09:23
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული