"საბედნიეროდ, წიტაიშვილის თავგადასავალი "ლეხში" დასრულდება" - პოლონური გამოცემა ქართველს აკრიტიკებს

AutoSharing Option
პოლონეთის ექსტრაკლასას 22-ე ტურში "ლეხი" ვროცლავში 1:2 დამარცხდა "შლიონსკთან". სტუმართა გუნდში შეუცვლელად ითამაშა ნიკა კვეკვესკირმა და ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო გიორგი წიტაიშვილს, როგორც იქნა, თავის გამოჩენის შესაძლებლობა მიეცა - ის მწვრთნელმა ჯონ ვან დენ ბრომმა სასტარტოში დააყენა და 70-ე წუთზე ჟოაო ამარალით შეცვალა.

მოკლედ მოგითხრობთ მატჩის შესახებ: 33-ე წუთზე მსაჯმა პირდაპირი წითელი ბარათით პოზნანელთა ნახევარმცველი რადოსლავ მურავსკი გააძევა, რის შემდეგაც მასპინძლებმა ორი გოლი გაიტანეს და დაწინაურდნენ. 72-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო "შლიონსკის" მცველმა ვიქტორ გარსიამ, 88-ე წუთზე კი მიხალ სკორაშმა ამარალის
პასით ანგარიში შეამცირა.

"ლეხი" 36 ქულით მეოთხე ადგილზეა, ლიდერ "რაკუვს" 16 ქულით ჩამორჩება, 3 მარტს ჩემპიონატზე "ლეხიას" მიიღებს, ხოლო 10 მარტს, კონფერენს ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში, შვედეთის "იურგორდენს".

KKSLECH.com-ი ტრადიციულ რუბრიკაში "ლეხის" სხვადასხვა ფეხბურთელის თამაშზე ანალიზს აკეთებს და ამჯერად წიტაიშვილი შეაფასა - სეზონში მეორედ.

გამოცემა წერს, რომ ქართველს წელს პირველად მიეცა შანსი, თანაც ძირითად შემადგენლობაში, პირველივე წუთებიდან ნაკლებად შესამჩნევი იყო, 51-ე წუთზე კარგი მომენტი ვერ გამოიყენა, 57-ე წუთზე მისი არაზუსტი პასის შემდეგ ბურთს ჯონ იებოა დაეუფლა და მან საჯარიმოს გარედან გოლი გაიტანა.

KKSLECH.com-ი გიოს აკრიტიკებს, ცოტა არ იყოს, არადელიკატურადაც და აღნიშნავს, რომ საბედნიეროდ, მისი თავგადასავალი "ლეხში" არაუგვიანეს 27 მაისს დასრულდება.

შეგახსენებთ, გიორგის კიევის "დინამოსთან" კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, "ლეხში" კი იჯარის წესით თამაშობს.

მკითხველის კომენტარები / 22 /
ხვიჩასავით არ ვიცი, მარა ესეც საკმოად ნიჭიერია, შრომისმოყვარეობის რა მოგახსენოთ.
ggg
01 მარტი 2023 16:47
0
ჩემი აზრით გიო ავსტრიის ჩემპიონატს კარგად მოერგებოდაამ პოლონური გუნდების არც თამაში მომწონს და არც ჩვენ ფეხბურთელების მიმართ დამოკიდებულება
aleksandre
01 მარტი 2023 15:34
0
ყველა ხვიჩასავით ნიჭიერი და რაც მთავარია შრომისმოყვარე ვერ იქნება
giorgi 3
01 მარტი 2023 02:05
48
რა შუაშია ამ კონკრეტულ შემთხვევაში ხვიჩა? რატომ აპირისპირებთ?
ან
01 მარტი 2023 09:29
0
ალბათ, ეგეც მართალია, თუმცა ამის ბოლომდე არ მჯერა.
ლაშა
01 მარტი 2023 08:35
4
ასე იცის, როცა საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა გაქ და გგონია, ოფლის ღვრის გარეშეც მაღალ დონეზე ითამაშებ.
ეეე
01 მარტი 2023 01:29
35
მოდი რა, ერთ ვიტყვი. კიევის დინამოდან წასვლა პოლონეთში შეცდომა იყო, მაგრამ ამის აღიარება გიორგის არ უნდა. ცალკე საკითხია მისი აგენტი, თუმცა ჩემი პირადი აზრია, რომ აღმ. ევროპაში თამაშს ტოპ ლიგების მეორე დივიზიონში თამაში ჯობია! რაც შეეხება გიორგის. ის მსოფლიო ჩემპიონი გახდა უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში და ყოველივე ამის შემდეგ უკრაინის დატოვება მაინცდამაინც სწორ გადაწყვეტილებად მე პირადად არ მიმაჩნია, რადგან ტრამპლინად სწორედ უკრაინის გამოყენება უფრო უპრიანი იქნებოდა ევროპის ტოპ ჩემპიონატში გადასასვლელად (იგივე მუდრიკის შემთხვევაში), ვიდრე პოლონეთის კლუბი ლეხი, რომელიც გაცილებით ნაკლებკონკურენტული და დაბალრეიტინგული კლუბია, ვიდრე კიევის დინამო. ასე რომ ისევ პოლონელებს დავესესხები: "საბედნიეროდ, წიტაიშვილის თავგადასავალი "ლეხში" დასრულდება". გიორგის ვუსურვებ კიევის დინამოში დაემტკიცებინოს თავისი შესაძლებლობები. ბოლოსდაბოლოს მსოფლიო ჩემპიონია და ის არავისზე ნაკლებია!
დაამტკიცე გიო კიევის დინამოში თუ ვინ ხარ და დამიჯერე, მუდრიკზე არანაკლები მომავალი გექნება!
ლაშა
01 მარტი 2023 09:04
7
ღადაობ? არ ათამაშებენ და როგორ უნდა დაამტკიცოს?! დროა დატოვოს პოლონეთიც და უკრაინაც, სანამ დროა, არც ერთ ქართველ ფეხბურთელს მანდ არ გაუხარია.
ელგუჯა
01 მარტი 2023 11:30
1
დატოვოს, კიბატონო. მე არ ვიძახი დარჩესთქო უკრაინაში, უბრალოდ პოლონეთში ტყუილად წავიდა და ეხლა წარსულს ვერ დავაბრუნებთ, მაგრამ ისე გამოდის რომ მაინც უკრაინაში უწევს დაბრუნება, რადგან იჯარით იტო დინამოდან და ამ შემთხვევაში სხვა გზა არა აქვს გარდა იმისა, რომ დაამტკიცოს უკრაინულ კლუბში თავისი შესაძლებლობები შემდგომში გაცილებით კარგ კლუბში გადასასვლელად.
ლაშა
01 მარტი 2023 11:41
3
ფიზიკურად ძალიან სუსტია. ასეთი მონაცემებით მხოლოდ კვიპროსში თუ გაქაჩავს
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
01 მარტი 2023 01:40
35
უკრაინის,თუნდაც ახალგაზრდულ ნაკრებში რომ ითამაშებ და მსოფლიოს ჩემპიონიც გახდები(გადამწყვეტ გოლზე აღარაფერს ვამბობ),ცოტა უხერხულია,მის ფიზიკურ სისუსტეზე ლაპარაკი.არც საქართველოს ნაკრებში უთმობს ვინმეს.ტანად პატარაა,მაგრამ სხვა თვისებებით ანაზღაურებს ნაკლს.მასაც ნდობა და სათამაშო დრო სჭირდება.ეტყობა ფსიქოლოგიურად, მთლად კომფორტულად ვერ გრძნობს თავს.მაგ გაზეთის გამონათქვამი კი,შესაძლოა სულაც საქართველოს და ქართველებისადმი,პოლონეთში ანტიპათიური განწყობების გამოძახილიც იყოს.ამ განწყობების მიზეზებზე,აქ ლაპარაკი არც ღირს.ყველამ ვიცით და გიორგი არაფერ შუაშია.
სოსო
01 მარტი 2023 13:25
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული