"საბედნიეროდ, წიტაიშვილის თავგადასავალი "ლეხში" დასრულდება" - პოლონური გამოცემა ქართველს აკრიტიკებს

AutoSharing Option
პოლონეთის ექსტრაკლასას 22-ე ტურში "ლეხი" ვროცლავში 1:2 დამარცხდა "შლიონსკთან". სტუმართა გუნდში შეუცვლელად ითამაშა ნიკა კვეკვესკირმა და ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო გიორგი წიტაიშვილს, როგორც იქნა, თავის გამოჩენის შესაძლებლობა მიეცა - ის მწვრთნელმა ჯონ ვან დენ ბრომმა სასტარტოში დააყენა და 70-ე წუთზე ჟოაო ამარალით შეცვალა.

მოკლედ მოგითხრობთ მატჩის შესახებ: 33-ე წუთზე მსაჯმა პირდაპირი წითელი ბარათით პოზნანელთა ნახევარმცველი რადოსლავ მურავსკი გააძევა, რის შემდეგაც მასპინძლებმა ორი გოლი გაიტანეს და დაწინაურდნენ. 72-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო "შლიონსკის" მცველმა ვიქტორ გარსიამ, 88-ე წუთზე კი მიხალ სკორაშმა ამარალის
პასით ანგარიში შეამცირა.

"ლეხი" 36 ქულით მეოთხე ადგილზეა, ლიდერ "რაკუვს" 16 ქულით ჩამორჩება, 3 მარტს ჩემპიონატზე "ლეხიას" მიიღებს, ხოლო 10 მარტს, კონფერენს ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში, შვედეთის "იურგორდენს".

KKSLECH.com-ი ტრადიციულ რუბრიკაში "ლეხის" სხვადასხვა ფეხბურთელის თამაშზე ანალიზს აკეთებს და ამჯერად წიტაიშვილი შეაფასა - სეზონში მეორედ.

გამოცემა წერს, რომ ქართველს წელს პირველად მიეცა შანსი, თანაც ძირითად შემადგენლობაში, პირველივე წუთებიდან ნაკლებად შესამჩნევი იყო, 51-ე წუთზე კარგი მომენტი ვერ გამოიყენა, 57-ე წუთზე მისი არაზუსტი პასის შემდეგ ბურთს ჯონ იებოა დაეუფლა და მან საჯარიმოს გარედან გოლი გაიტანა.

KKSLECH.com-ი გიოს აკრიტიკებს, ცოტა არ იყოს, არადელიკატურადაც და აღნიშნავს, რომ საბედნიეროდ, მისი თავგადასავალი "ლეხში" არაუგვიანეს 27 მაისს დასრულდება.

შეგახსენებთ, გიორგის კიევის "დინამოსთან" კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, "ლეხში" კი იჯარის წესით თამაშობს.

მკითხველის კომენტარები / 22 /
წარმატებული კარიერისათვის აუცილებელია, ფეხბურთელმა არ კარგოს დრო ისეთ გუნდშებში, რომლების სტილიც მისი არაა. სისულელეა იმის მტკიცება, რომ გინდა კიევის დინამოში და გინდა ლეხში სპეციალურად არ ათამაშებენ რაღაც ანტიპატიის გამო. საკუთარი თავის მტერი არავინაა და ფეხბურთელი ჭირდებოდეს, ყავდეს და არ ათამაშებდეს არალოგიკურია. უბრალოდ მათი თამაშის სტილი წიტაიშვილისას არ შეესაბამება და ამიტომ ის მათ სქემაში ვერ ჯდება. ამიტომ არის საჭირო კარგი აგენტი, რაც ზოგადად ჩვენი ფეხბურთელებისათვის დიდი პრობლემაა. წიტაიშვილი კი ძალიან ნიჭიერია, არც მის უდისციპლინობაზე და სიზარმაცეზე დაუჩივლია არცერთ მწვრთნელს და თუ სათავისო გუნდში მოხვდა, მაგარ ფეხბურთს ითამაშებს. წარმატებები!
არტ
17:11 01-03-2023
0
ხვიჩასავით არ ვიცი, მარა ესეც საკმოად ნიჭიერია, შრომისმოყვარეობის რა მოგახსენოთ.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული