ცნობილია თანხა, რომლის სანაცვლოდაც დე ლაურენტისი "კვარასა" და ოსიმენს გაყიდის

AutoSharing Option
"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის შესახებ საბოლოო გადწყვეტილება მიიღო. Corriere dello Sport-ის ცნობით, 71 წლის კინორეჟისორი ქართველსა და ნიგერიელს იმ შემთხვევაში გაყიდის, თუ ჯამში 300 მილიონ ევროს მიიღებს.

"აურელიო დე ლაურენტისი ხვიჩასა და ვიქტორის გაყიდვას არ ჩქარობს, მათ მსურველ გუნდებს კი უკვე აცნობეს, რომ ფეხბურთელების ფასი 150 მილიონი ევროა" - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლის" გასული წლის ზაფხულს ბათუმის "დინამოდან" შეუერთდა. "კვარამ" "პარტენოპეის" მაისურით მიმდინარე სეზონში ჯამში 25 მატჩი გამართა, თავი კი 12 გატანილი
გოლითა და 13 საგოლე პასით გამოიჩინა.

ვიქტორ ოსიმენი ნეაპოლელთა ღირსებას 2020 წლიდან იცავს. ნიგერიელმა ამ სეზონში "პარტენოპეის" მაისურით 21 მატჩში 19 გოლის გატანა და 3 საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა.

altLa Gazzetta dello Sport: ხვიჩა მონმარტის იმპრესიონისტ მხატვარს მოგაგონებთ და ნეაპოლში ესმით, რომ 1.2-მილიონიანი ხელფასით ვერ დააკავებენ

alt"რეალი" მზადაა ხვიჩას სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო გადაიხადოს - იტალიური გამოცემა

altნეაპოლში შეგიძლიათ ორიგინალური ტორტი "ოსიმენი" დააგემოვნოთ

მკითხველის კომენტარები / 21 /
ეგ იმას ნიშნავს რომ არ იყიდებიანო და იძულებული იქნება ორივეს მაქსიმუმამდე გაუზარდოს ხელფასი.ისე კაი მადა ჰქონია.ერთ სეზონში მარტო ხვიჩაში უნდა 140 მილიონამდე მოგება ნახოს.
გულშემატკივარი
10:08 02-03-2023
1
საგანგაშო არაფერია, კარგი ფეხბურთელი ყველგან სჭირდებათ, ხვიჩა თავის ფეხბურთს ითამაშებს ყველგან სადაც არ უნდა წავიდეს, ვინც მეტს შესთავაზებს შეუძლია იქ გადავიდეს, რონალდო ვაბშე ისეთ ქვეყანაში ჩავიდა ბურთი რომ ოთხკუთხედი ჰგონიათ, ამით რა მერე? ყველაფერი ინდივიდუალურად წყდება, რაც უფრო კარგი ოსტატია ბურთის, მით უფრო ბევრი არჩევანი გააჩნია......ბიჭი გუშინ გამოვიდა მსოფლიო ასპარეზზე და იმედია სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებს პირველ რიგში საკუთარი თავისათვის,ყველა ადამიანი ბედს თვითონვე ჰქმნის, ასე რომ ალბათ ორ სამ წელიწადში ძალიან მაღალი დონის მასტერი დადგება მისგან.....წარმატებები ხვიჩა.
Ანზორი
22:13 01-03-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული