"მისი ხელფასი შოკისმომგვრელია - ამდენს ჩემპიონშიფის კლუბიც გადაუხდიდა" - Marca ხვიჩაზე

AutoSharing Option
ესპანური გამოცემა Marca "ნაპოლის" გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ "პარტენოპეის" ერთ-ერთ ლიდერს მალე ახალ კონტრაქტს შესთავაზებენ.

"ხვიჩა კვარაცხელიამ საფეხბურთო სამყაროს გაოცება მოახერხა და "ნაპოლისთან" ერთად შესანიშნავად გამოიყურება. ქართველი წელიწადში 1.2 მილიონ ევროს გამოიმუშავებს და "პარტენოპეი" მას გაორმაგებულ ხელფასს სთავაზობს, ქართველს მიმდინარე ხელშეკრულება იტალიურ კლუბთან 2027 წლამდე აქვს გაფორმებული.

მას იმავე რაოდენობის ხელფასს ნებისმიერი პრემიერლიგისა და რამდენიმე ჩემპიონშიფის გუნდიც შესთავაზებს. მიუხედავად ამისა, "ნაპოლის" მფლობელი აურელიო დე ლაურენტისი აღნიშნულ საკითხზე არ ღელავს და აცხადებს, რომ ახალ კონტრაქტებზე მოთამაშეების დაყოლიება
საუკეთესოდ გამოსდის" - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლის" გასული წლის ზაფხულს ბათუმის "დინამოდან" შეუერთდა. "კვარამ" "პარტენოპეის" მაისურით მიმდინარე სეზონში ჯამში 25 მატჩი გამართა, თავი კი 12 გატანილი
გოლითა და 13 საგოლე პასით გამოიჩინა.

altრა შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "აინტრახტთან" მატჩში

altსლუცკი: ხვიჩა მილიონთა კერპია - "ნაპოლიში" "რუბინიდან" წავიდა და არა ბათუმის "დინამოდან"

altDaily Mail: "რეალი" რონალდოს მემკვიდრეს ეძებს და შეიძლება კვარაცხელიას წელიწადში 8.76 მილიონი ფუნტი გადაუხადოს

მკითხველის კომენტარები / 18 /
დე ლაურენტისი ქართველ მადამოსულებს წააგავს,თვითონ.რომ მილიონებს ხვეტავენ და პენსიონერებს 20ლარს ამადლებენ.
სვანსკი
00:33 06-03-2023
0
რატომ არიან ინგლისელები ძლიერი ერი.სიმართლის მთქმელნი დროულად და ,დროულად საქმის მკეთებლები არიან სხვებთან შედარებაში. და ეშმაკობითაც ბევრს აჯობებენ,ორდას ვერ შეედრება გათიშე და იბატონეში,მაგრამ ეშმაკობაც ხომ ვერაა,ჭკუის ტილფასი და სიმამაცეს თანაც ვერ დგას სიახლოვეს
ზ.მ.
16:45 03-03-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული