ბრიტანულმა "დეილი მეილმა" ხვიჩა კვარაცხელიაზე ისევ გამოაქვეყნა წერილი და აღნიშნა, რომ ქართველის დიდხანს შენარჩუნება "ნაპოლის" გაუჭირდება.
ხვიჩა კვარაცხელიას იტალიაში ცხოვრება ძალიან მოსწონს და "ნაპოლიმ", რომელიც ისტორიული ტიტულის მოპოვებას ესწრაფვის, ქართველი ვარსკვლავი თბილად მიიღო, მაგრამ რადგან ევროპული ტოპ-კლუბებისგან კარგ შეთავაზებებს იღებენ, შეძლებენ კი დაარწმუნონ, რომ დარჩეს?
22 წლის ქართველმა გარემარბმა თავი შესანიშნავად წარმოაჩინა და "ნაპოლი" სკუდეტოს მოპოვებასთან ახლოსაა. "ნაპოლის" სურს მასთან კონტრაქტი 2028 წლამდე გააგრძელოს,
თუმცა სავსებით შესაძლებელია, რომელიმე წამყვანმა ევროპულმა კლუბმა ზაფხულში შეიძინოს.
"ხვიჩა კვარაცხელია ყველა ინგლისური და ესპანური ტოპ-კლუბისთვის საოცნებო
გახდა, მაგრამ როგორც "ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა "ბილდს" განუცხადა, ფინანსური პრობლემები არ აქვთ და თავიანთი განძის გაყიდვას არ აპირებენ.
ეს რას ნიშნავს? "ნაპოლიმ" სამი ჩრდილოური გუნდის - "იუვენტუსის", "მილანის" და "ინტერის" იერარქია დაამხო და საფეხბურთო იტალიის ახალი დედაქალაქი გახდა.
ახლა კლუბს უმაღლესი კლასის ფეხბურთელები სჭირდება, რათა ევროპის მაღალ ეშელონებში შესვლის საშუალება მიეცეს და შეძენიდან 12 თვეში "კვარას" გასხვისება იმის მანიშნებელი იქნება, რომ უბრალოდ ძლიერი მოთამაშეების სხვა გუნდებისთვის მომზადებითაა დაკავებული.
ქართველი ტალანტის მინიმუმ ერთი წლით შენარჩუნება "ნაპოლის" ფინანსურ ანგარიშგებაში ხარჯებს შეამცირებდა და კაპიტალის 100%-ით მოგების გაზრდის შესაძლებლობას მისცემდა. ამ განსაკუთრებულმა ტექნიკურმა და ფინანსურმა ოპერაციამ "ნაპოლის" სპორტული დირექტორი კრისტიან ჯუნტოლი ბეპე მაროტასა და ფაბიო პარატიჩზე ერთი საფეხურით მაღლა დააყენა, რომლებმაც პოლ პოგბა "მანჩესტერს" 90 მილიონ ფუნტზე მეტად მიჰყიდეს და "იუვენტუსში" უფასოდ დააბრუნეს.
სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, კვარაცხელიას ისევე უყვარს "ნაპოლი", როგორც ის ნეაპოლელებს. როდესაც სტადიონზე პირველად დაინახა საქართველოს დროშები, ყურადღებამ გული აუჩუყა და დაიფიცა, რომ იტალიაში მხოლოდ "ნაპოლიში" ითამაშებს.
ქალაქში ბევრი ირწმუნება, რომ ხვიჩა რამდენიმეჯერ ნახეს პიაცა მარადონასა და ესპანურ კვარტალში, როდესაც ხალხმრავლობა არ იყო და არასოდეს უნახავთ ის ძვირფასი ავტომობილით. ქართველს არ უყვარს ფუფუნება და თვით ტელევიზია, აგრეთვე გასაუბრება, ვინაიდან ეშინია, არასწორად არ გაუგონ და არ სურს ვარჯიშისგან ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანოს. არ აქვს ტატუები და პირსინგი, მოკრძალებულად ცხოვრობს. აღფრთოვანებულია იტალიური სამზრეულოთი, მოცარელათი და კამპანიას პასტით. მისი საყვარელი კერძი "სან მარცანოა" ტომატის სოუსით, რომელსაც სახლში ხშირად უკვეთავს. ახალ წელს ყველაზე უკეთ ის ფოიერვერკები გაიყიდა, რომელსაც "ბომბა კვარა" შეარქვეს. საპარიკმახეროებში ხვიჩას ფოტოებს ნახავთ, რამეთუ ბიჭებს მისი ვარცხნილობა მოსწონთ. "კვარას" ფიგურა გამოჩნდა სან გრეგორიო არმენოს ცნობილ მაღაზიაში.
და ახლა "ნაპოლი" ძალიან ცდილობს კვარაცხელიასთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას. "გაძეტა დელო სპორტის" ცნობით, უნდათ ხელფასი გაუორმაგონ და კონტრაქტი, როგორც მინიმუმ, 5 წლით გაუხანგრძლივონ. თუმცა, ქართველის მომავალი სხვა კლუბების შეთავაზებების საფუძველზე გადაწყდება. რთული სათქმელია, როგორ იტყვის "ნაპოლი" "კვარას" ტრანსფერზე 105 მილიონ ფუნტზე უარს, როდესაც 2022 წლის ივნისში მხოლოდ 8 მილიონად შეიძინა. ნეაპოლური კლუბი მზადაა გასამრჯელო 2.19 მილიონ ფუნტამდე გაუზარდოს, მაგრამ ამ დროს პრობლემა ისაა, რომ "რეალმა", რომელიც რონალდოს მემკვიდრეს ეძებს, შეიძლება წელიწადში 8.76 მილიონი ფუნტი გადაუხადოს, ან იგივე თანხა "ბარსელონამ" შესთავაზოს. მოდით, ნუ დავივიწყებთ "ბაიერნს" და ევროპის სხვა ტოპ-კლუბებს.
მოცემულ მომენტში ხვიჩა თავის მომავალთან დაკავშირებით არავითარ განცხადებას არ აკეთებს, თუმცა, ცხადია, იტალიაში მხოლოდ "ნაპოლიში" ითამაშებს ან რომელიმე საზღვარგარეთულ კლუბს კარგ კონტრაქტზე დათანხმდება".