"პრემიერლიგის კლუბები მასზე ინადირებენ" - ამორუსო "კვარაზე"

AutoSharing Option
"იუვენტუსისა" და "ნაპოლის" ყოფილმა თავდამსხმელმა ნიკოლა ამორუსომ Tuttomercatoweb-თან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

იტალიელის თქმით, იგი დარწმუნებულია, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში 22 წლის გარემარბის შესაძენად პრემიერლიგის კლუბები იბრძოლებენ.

"ხვიჩა უნიკალური მოთამაშეა, მოედანზე ყოველთვის განსხვავებას ქმნის. ველი, რომ მასზე პრემიერლიგის კლუბები ინადირებენ. გაკვირვებული ვარ, რომ "ნაპოლის" შეუცვლელი ფეხბურთელი ასეთ მოკლე დროში გახდა" - განაცხადა ამორუსომ.

შეგახსენებთ, "კვარამ" მიმდინარე სეზონში "ნაპოლის" მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 25 მატჩი გამართა, თავი კი 12 გატანილი გოლითა და 13 საგოლე პასით გამოიჩინა.

alt"ერთმანეთს პირველივე წუთიდან

გავუგეთ" - ოსიმენმა "კვარასა" და გუნდზე ისაუბრა

alt"ნაპოლის" სპორტულ დირექტორს შევხვდი და ასეთი რაღაც მთხოვა..." - მამუკა ჯუღელის ინტერვიუ

alt"ლაციოს" ხვიჩას შეჩერება კვლავ გაუჭირდება - ჩემპიონობაზე ფიქრი კონცენტრაციის დაკარგვის გარეშე!..

მკითხველის კომენტარები / 9 /
სენტიმენტებია ,კვარა პიცა და კვარა ჰამბურგერი არაფრის მომცემი ასევე იქნება,კვარა პაელია და კვარა სტეიკი,ეს არის უუფს კვარაცხელიას ნიჭს დღეს გრანდი კლუბის ანაზღაურება ესაჭიროება -ჰაერივით ჯუღელი დილეტანტია,ორი კაპიკი დაინახა და ყველაფერზე ყაბულსაა ცუდი კონტრაქტით,ევროპაში, საქონლის გამყიდველები ათი თავით მაღლა დგანან ჩვენ გაღატაკებულ, რუსის ქვეშ მყოფ გამყიდველებზე. საქონლისა,პროფესიობალუზმით .საჩაროდ საჭიროა ნორმალური კონტრაქტი გრანდებთან რეალთან ან ბარსასთან,თუ კი რეალური მოთხოვნაა ქართველ ბიჭზე,იტრიალე ჯუღელო,სწრაფად,თორემ ,ერთი სერიოზული ტრამვა,და ბიჭი,უსახსროდ დარჩება,ღმერთმა დაგვიფაროს,ევროპაში პროცესი პროცესზე მიდის გაუთავებლად,ალალი და აფერისტი მენეჯერების მიმართ,სასამართლოებში,განთავისუფლება- ჩაჯენებით,ას ასი მილიონიდალარებით, ჯარიმებით.ჩვენი გამყიდველები საქონლისა,ლაწირაკები არიან მათთან შედარებაში და ფეხბურთი კი Dღესდღეობით,საქონლის ბაზარია,რაც არ უნდა ცინიკურად ჟღერდეს ნათქვამი.კვარაცხელიას ნაპოლიში უმდაბლესი ანაზღაურება აქვს,სათადარიგოებთანაც შედარებაში,ფაქტობრივად კი თითქმის ყველაზე მარგებელია.,ყველა თამაშში სხვაობას ქმნის ,ასე რომ კმარა ეთერში "პალიჩების' მოხსენიება საჯაროდ,და რადაც გვაქცევს იმპერია,ამგვარი მათდამი შეძვრომით, ყველა ჭკუათ მყოფებმა ქართველმა კარგადაც უწყის,კვლავ დაგვამონებს
რანიც არიან ,,ჩვენი დამაქცევლები და დამმონებლები. ვიცით რამდენი ქართველი ნიჭიერი სპორტსმენი და არა მარტო სპორტსმენი,გააუბედურეს,თუ არ შეუძვერი მათ გ ჰეგემონიასVიცით -ფაქტებით,ასე რომ ჯუღელი გაინძერი საჩქაროდ,იპროფესიონალე ქართველი!
ზ.მ.
14:01 03-03-2023
12
არ არმოწონთ და რას უყურებთ პრემიერ ლიგას? გადართეთ უყურეთ დინამო მოსკოვი-ლოკომოტივის მატჩს.
სიმართლე
13:22 03-03-2023
16
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული