ნეაპოლში კვარაცხელიას თამაშის სანახავად ჩასული საქართველოს მოქალაქე დააკავეს

AutoSharing Option
leggo-ს ცნობით, 2 მარტს ნეაპოლის კაპოდიკინოს აეროპორტში თბილისიდან ჩარტერული რეისით ჩასული საქართველოს 38 წლის მოქალაქე სასაზღვრო პოლიციამ დააკავა, რომლის ვინაობასაც არ ასახელებენ.

გამოცემა იტყობინება, რომ მას 2012 წელს საბერძნეთის პოლიციამ ორი ადამიანის მკვლელობის მცდელობითვის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მან პასპორტი 1-ელ მარტს აიღო და ნეაპოლში "ნაპოლისა" და "ლაციოს" მატჩზე ხვიჩა კვარაცხელიას თამაშის საყურებლად ჩავიდა.

შეგახსენებთ, "დიეგო მარადონაზე" ხვიჩა კვარაცხელიას საგულშემატკივროდ მატჩებს ქართველი ქომაგები სისტემატურად ესწრებიან.

მკითხველის კომენტარები / 10 /
..რა ხვიჩა,რის კვარაცხელია!!! ევროპაში უნდოდა გასვლა და გამოიყენა ეს მომენტი!!!
დათო
21:28 04-03-2023
0
მკვლელი და ნაძირალა გინდა ქართველი იყოს გინდა ბერძენი, არ იმსახურებს დღის სინათლეს, ქრც საქურდლად ჩასული ქართველები. ქურდბაცაცების სახელი რომ აქვთ გავარდნილი.
Semi
13:21 04-03-2023
2

სიახლეები პოპულარული