"გუნდიდან წასვლასთან ერთი უფრო ახლოსაა" - ფაბრიციო რომანომ კვარასა და ოსიმენზე ისაუბრა

AutoSharing Option
ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ თავის "ინსტაგრამ" გვერდზე ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის შესახებ ისაუბრა. მისი აზრით, ზაფხულში ნიგერიელის გუნდიდან წასვლა უფრო მეტად სავარაუდოა, ვიდრე ქართველის.

"ჩემი აზრით, ხვიჩასა და ვიქტორს შორის ნიგერიელს გუნდის დატოვების უფრო დიდი შანსი აქვს. მას სეზონში 25-30 გოლის გატანა შეუძლია. რაც შეეხება მის მსურველებს, პრემიერ ლიგისა და ლა ლიგის კლუბები იაქტიურებენ, "პარი სენ ჟერმენიც" არ უნდა გამოგვრჩეს" - განაცხადა რომანომ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" 65 ქულით სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს იკავებს, სპალეტის გუნდი მომდევნო მატჩს 11 მარტს
"ატალანტას" წინააღმდეგ გამართავს.

alt"გასახდელში სწორედ ამ თემაზე ვისაუბრეთ" - რა თქვა ჟელინსკიმ

altნეაპოლში კვარაცხელიას თამაშის სანახავად ჩასული საქართველოს მოქალაქე დააკავეს

altხვიჩამ თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება მიიღო

alt"ნაპოლი" სახლში "ლაციოსთან" დამარცხდა და შეწყდა მისი 7-მატჩიანი მოგებათა სერია [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 6 /
ვაღიაროთ რომ ხვიჩამ მოწონება და სიყვარული ძირითადად დრიბლინგებით და მცველების მოტყუებით დაიმსახურა,თორემ ბურთის გატანა და პასები ბევრს მაგაზე არანაკლებად შეუძლიათ.ამ ბოლო დროს ის კოზირები რითაც თავზარსა სცემდა მოწინაღმდეგე გუნდებს აღარ გამოსდის.ყოველ თამაშზე ველოდები როდის ვიხილავთ ძველ ხვიჩას ალბათ ყველა ფეხბურთის იმ მოყვარულებთან ერთად ვისაც ლამაზი ფეხბურთი გიყვართ.
mens
22:58 04-03-2023
3
ჯერ სეზონი არ დამთავრებულა და ტრანსფერებზე მსჯელობენ იმიტომაა იტალიური ფეხბურთი ვერსად ვერ წავიდა ჯერ გადახტი და ჰოპლა მერე დაიძახე ...გაუშვი ნაპოლიმ ჯერ სერია ა მოიგოს და მერე ილაპარაკეთ რამდენიც გინდა
ჯუბა
22:38 04-03-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული