"ლაციოსთან" წაგებულ მატჩზე (0:1) "ნაპოლის" მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ Radio Kiss Kiss Napoli-სთან ისაუბრა და გაშვებული გოლის ეპიზოდზე გაამახვილა ყურადღება.
"რა დაგვკლდა? ისინი ცოტა უკეთ მოქმედებდნენ, უნარიანად კეტავდნენ ზონებს, ჩვენ კი ჩვენი თამაში ვერ ვიპოვნეთ. შეხვედრა შეიძლებოდა ფრედ დასრულებულიყო, ეს უფრო სამართლიანი შედეგი იქნებოდა. თუმცა, ბევრი ისეთი გამარჯვება მოვიპოვეთ, რომლებშიც უფრო ლოგიკური ფრე იყო. ამიტომ მარცხს ვიღებთ და მშვიდად მივიწევთ წინ.
"ლაციოს" გოლი? "კვარა" სწორად მოიქცა, ვინაიდან ბურთი ცარიელ ზონაში იყო, თანაგუნდელების დასახმარებლად გადაიწია, შესაძლოა, სულ ოდნავ დააგვიანა. შემდეგ ვესინომ სანტიმეტრიანი ღრიჭო
ნახა და გაიტანა. ამის გაკეთება მხოლოდ ისეთ ძლიერ ფეხბურთელს შეეძლო, როგორიც ისაა.
რა ხდებოდა გასახდელში? ჩვენ წაგებას მიჩვეულები არ ვიყავით, ბიჭები დამწუხრებულები იყვნენ, მათი დამშვიდება მომიწია, ყველას ჩავეხუტე და შევაქე, რადგან მაქსიმალურად დაიხარჯნენ.