ფერანის გამოუყენებელი პენალტი და არაუხოს გაძევება - მამარდაშვილის "ვალენსია" "ბარსელონასთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის 24-ე ტურში „ბარსელონამ“ საკუთარ მოედანზე „ვალენსიას“ 1:0 სძლია.

დებიუტში სტუმრები ურიგოდ არ გამოიყურებოდნენ, თუმცა დაწინაურება მასპინძლებმა მოახერხეს, როდესაც ჩაწოდებულ ბურთზე მამარდაშვილს რაფინიამ დაასწრო. აქედან მოყოლებული „ბარსა“ უპირატესობას დაეუფლა, გიორგიმ ფერან ტორესს არ დაანება გატანა. შანსები „ღამურებსაც“ მიეცათ, მაგრამ კორეიამ და ლინომ ვერ გამოიყენეს.

შესვენების შემდეგ კატალონიურმა გუნდმა მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერა: კუნდეს დარტყმული ბურთი ხელზე გილიამონს მოხვდა და პენალტი ფერან ტორესმა ვერ გამოიყენა (ბურთი ძელს მოხვდა), მორიგი იერიშისას ბურთი ძელს უკვე ფატიმ გაარტყა. 59-ე წუთზე კი „ბარსელონა“ რიცხობრივ უმცირესობაში
დარჩა - არაუხომ დურო წააქცია და მსაჯმა ბოლო იმედის ჯარიმის გამო გააძევა. 86-ე წუთზე კესიესთან კონტაქტის მერე პერესი საჯარიმოში წაიქცა, მაგრამ მსაჯმა თერთმეტმეტრიანის დანიშვნა საჭიროდ არ მიიჩნია და "ვალენსია", რომელმაც ერთადერთხელ დაარტყა ბურთი მოწინააღმდეგის კარში (90+5-ე წუთზე), მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.

„ვალენსია“ 23 ქულით ბოლოსწინა, მე-19 ადგილზეა და 12 მარტს „ოსასუნას“ უმასპინძლებს.

ბარსელონა. „კამპ ნოუ“. 89 644 მაყურებელი
ბარსელონა - ვალენსია 1:0
გოლი: რაფინია (16)
გაძევება: არაუხო (59)
გამოუყენებელი პენალტი: ფერან ტორესი (55)

მკითხველის კომენტარები / 18 /
გამოსვლებზე ცდება ხოლმე, ხაზზე კი ძლიერია.
ჭიკილო
06 მარტი 2023 22:57
0
რაფინია მეტრა ნახევარია ნახტომში,ეგ რო თავით გაგიტანს ბურთს ამ სიმაღლე მეკარეს,რაღა უნდა თქვა.ვალენსია მაინც წააგებდა სავარუდოდ,დასანანია რომ გიორგის უპატიებელმა შეცდომამ გადაწყვიტა თამაშის ბედი.
დავითი
06 მარტი 2023 08:48
2
კომენტარებს გადავხედე და თურმე რამდენი უმაღლესი დონის მეკარეების მწვრთნელი გვყოლია საქართველოში.დ.დ.
baba
06 მარტი 2023 03:19
14
გამოსვლები საერთოდ არ აქვს, ჩვენი მეკარეების სუსტი წერტილი, ხაზზე იცოცხლე მაგრები არიან, გამოსვლაზე დაჟე ბურთს არ უყურებდა. არა უშავს, აუცილებლად გამოსწორდება, იმედია
Mr.kostaia
06 მარტი 2023 01:14
2
100¾%-იანი პენალტი იყო ბოლოსკენ ვალენსიას სასარგებლოდ. ბარსა საცოდავ დღეშია. ბართომეუ დასახვრეტია, ლაპორტა ჩამოსახრჩობი.აფსუს ლეონსიო, სად ხარ, ყურება აღარ მინდა
Mr.kostaia
06 მარტი 2023 01:09
4
ინგლისში არ გადავიდეს თორე თავს დაიღუპავს სულ გამოსვლაზე მოდის შეცდომა ნოლია გამოსვლაზე დანარჩენი ყველაფერი კარგი აქვს, ინგლისში გამოსვლაზე რომ ვერ თამაშობ რა გინდა იქ
Soso
06 მარტი 2023 01:08
0
უეჭველი იღებდა, პენალს კარში, რომ წასულიყო, ბედი არ გინდა სად ააცილა.
რრრ
05 მარტი 2023 23:57
4
კარგად რომ დააკვირდე დაგვინებული ნახტომი ჰქონდა, ვერანაირად ვერ აიღებდა კუთხეში რომ წასულიყო
არა მგონია
06 მარტი 2023 00:37
3
ფერნანის...
ლაშა
05 მარტი 2023 22:59
2
Rom darcheniliko karshi mainc gaitanda savaraudot,sharshandeli benzemas goli gamaxsenda valensias karshi da mashin kanisaresma gaamartla giorgi sxvatashoris,rom gamovida cada mainc chaewrao...me ufro meore momenti ar momewona burts xeli rom aacdina gamosvlaze,eg iko ashkara shecdoma.
Givi
05 მარტი 2023 22:45
2
ეს მამარდაშვილი ყოველ თამაშზე რეგრესირებს..ასე იცის სიბრექემ..ემიგრანტ ბავშვებს ზედაც არ უყურებს რა ავტოგრაფზეა საუბარი… ხვიჩას თამაშზე ერთხელ იყვნენ ნაპოლში და ლამის გადაყვა ხვიჩა თამაშის შემდეგ..
agne
05 მარტი 2023 22:21
15
ახლა ხო მიხვდი, რამხელა სხვაობაა ცისფერ და წითელ სისხლს შორის. ( გამგები გაიგებს )
მალხაზ ჯობავა
06 მარტი 2023 10:27
8
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული