ლოჩოშვილი შეცვლაზე შევიდა - "კრემონეზე" სტუმრად დამარცხდა

AutoSharing Option
სერია A-ს 25-ე ტურში "კრემონეზე" გასვლაზე 2:3 დამარცხდა "სასუოლოსთან".

სტუმართა გუნდში ტრავმირებული ვლად კირიკეშის ნაცვლად 35-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე ლუკა ლოჩოშვილი, როდესაც მასპინძლები 1:0-ს იგებდნენ. ლოჩოშვილმა ამ სეზონში ჩემპიონატის 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

"კრემონეზე" 12 ქულით ბოლოსწინა, მე-19 ადგილზეა და 12 მარტს "ფიორენტინას" უმასპინძლებს.

რეჯო-ემილია. "მაპეი"
სასუოლო - კრემონეზე 3:2
გოლები: 1:0 ლორიენტე (26), 2:0 ფრატეზი (41), 2:1 დესერსი (62), 2:2 დესერსი (83), 3:2 ბაირამი (90+2)

მკითხველის კომენტარები / 2 /
Სასიხარულოა რომ სერია ა-ში თამაშობს,მაგრამ რაღაცნაირად არასტაბილური მცველის შთაბეჭდილებას ტოვებს.კაშიას წასვლის შემდეგ ნელ-ნელა პრობლემები შეიქმნება დაცვაში,რადგან რეალურად სხვას არცერთს არ შეუძლია საჯარიმოდან ბურთის ამოტანა და შეტევის წამოწყება.კვირკველია-ხოჭოლავაც არ არიან პატარა ბიჭები.იმედია საზონოვი მოუმატებს,არაა ურიგო ბიჭი,ტაბიძეც იმედია აკრიფავს ფორმას და კარგ გუნდ ს იპოვის,ჯერ მხოლოდ 26 წლისაა.კალანდაძე-ხვადაგიანიც რამდენად გახდებიან ნაკრების დონის არავინ არ იცის.ივა გელაშვილზე ამბობენ ნიჭიერიაო,მარა ვერ მივხვდი რატომ გაანათხოვრა ბათუმმა საბურთალოში და 33 წლის ვეტერანისერბი მცველი რატომ მოიყვანა.საბურთალოშიც სკამზე ზის.დვალიც არაა ცუდი ბიჭი,მარა კაშიას დონის ვერ დავარქმევ.
Მეზღვაური
16:12 07-03-2023
2
კრემონეზემ კარგად ითამაშა.ბოლოს უპირატესობასაც ფლობდნენ.ფლანგი მოაშიშვლეს და ლოჩოშვილმა ორი მოწინააღმდეგის წინააღმდრგ დაცვა ვეღარ მოახერხა.დასანანია.არადა ქულის აღება რეალური იყო.
ჯუჯი
07:03 07-03-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული