როდისაა მოსალოდნელი "ნაპოლის" ჩემპიონობის გაფორმება? - დარჩენილი 13 ტურის ანალიზი

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატის დასრულებამდე 13 ტური დარჩა. ეს არც ბევრია და არც ცოტა, თუმცა აქ ლიდერს დიდი უპირატესობა გააჩნია. "ნაპოლის" ტრიუმფში დარწმუნებული ვართ, მაგრამ მაინც სიფრთხილეს ვინარჩუნებთ. ამ ამბის შესახებ ბევრს ვფიქრობთ და დეტალური განხილვაც საინტერესოა, თუ ხვიჩა კვარაცხელიასა და მის გუნდს რა გრაფიკი აქვთ.

Sportall.Ge

მხოლოდ "ინტერი"

სერია "ა" 4 ივნისს დასრულდება. ნეაპოლელები უკანასკნელ ტურში "სტადიო მარადონაზე" ითამაშებენ, თუმცა, თუკი ყველაფერი ასე გაგრძელდა, ჩემპიონობა უფრო ადრე უნდა გაფორმდეს. "ინტერის" გარდა, რეალურად არცერთ გუნდს არ აქვს შესაძლებლობა, პირველობისთვის იბრძოლოს. "ლაციო" არასტაბილურია, სეზონის
წინ დიდი ავანსის მიუხედავად კი, "რომას" მაქსიმუმი ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა თუ იქნება, სადაც "მილანის" სახით კიდევ ერთი კონკურენტი ჰყავთ. წარმოიდგინეთ, "იუვენტუსის" დასჯის გამო მათ ამ საქმეში რა სიძლიერის მეტოქე ჩამოიშორეს.

შემოკლებული მარტი

სანაკრებო პაუზის გამო მიმდინარე თვეში ლუჩანო სპალეტის გუნდს ჩემპიონატში 2 შეხვედრა აქვს ჩასატარებელი. 11 მარტს მათ "ატალანტა" ეწვევათ. ესაა გუნდი, რომელიც მოწინავე ხუთეულთან ახლოს ტრიალებს და თუკი ამ ზონაში შესვლა სურს, ამისთვის იქნებ საუკეთესო შანსი ახლა ჰქონდეს. "ლაციოსთან" მარცხი ერთჯერადი ჩავარდნა იყო თუ არა, ამას "ნაპოლის" მორიგი ტურის დაპირისპირება უკეთ უპასუხებს. 

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში პირველ მატჩში საკმაოდ დიდი უპირატესობით (2:0 სტუმრად "აიტრახტთან"), ნეაპოლელებს საქმე ბოლომდე აქვთ მისაყვანი, ამის შემდეგ კი "ტორინოსთან" სტუმრობით უახლოეს ციკლს დაასრულებენ. ტურნირების ცხრილის შუაში არიან და ერთ-ერთი ყველაზე უმოტივაციო გუნდია - არც გავარდნა ემუქრებათ და ევროტურნირებიდანაც შორს იმყოფებიან. მთავარია, უფრო რთული და დატვირთული აპრილის წინ ნეაპოლელებმა არსებული ჰანდიკაპი მაქსიმალურად შეინარჩუნონ.

Sportall.Ge

რთული აპრილი

აპრილის დასაწყისში იტალიაში თასის ნახევარფინალები იმართება. დიდი როტაციის გამო სპალეტის გუნდმა ამ ტურნირზე, ფაქტობრივად, უარი თქვა. ამას დადებითი ფაქტორი ის აქვს, რომ ისედაც გადატვირთული თვის განმავლობაში დასვენების მეტი საშუალება იქნება. მთავარი მიზანი კი სკუდეტოა, თუმცა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში (ჯერ არ გასულან) 11-19 აპრილს ნებისმიერი მეტოქის შემთხვევაში სერიოზული ორრაუნდიანი დაპირისპირებები ელით, რაც დიდ ემოციებსა და ენერგიასთანაა დაკავშირებული.

ამასობაში, აპრილი მომავალი სკუდეტოს გაფორმებისთვის გარდამტეხი თვე იქნება. "მილანთან" (შინ), "ლეჩესთან" (სტუმრად), "ვერონასთან" (შ), "იუვენტუსთან" (ს), "სალერნიტანასთან" (შ). როგორც გუნდების მიხედვით, ასევე რაოდენობით მართლაც დატვირთული კალენდარია. ერთია გრანდებთან დაპირისპირებები, მეორე კი ისეთ მოწინააღმდეგეებთან, რომელთათვის თითოეულ ქულას გადარჩენისთვის დიდი მნიშვნელობა ექნება და ასეთ დროს ისინი ბოლომდე დაიხარჯებიან. თუმცა ამდროინდელი 15-ქულიანი უპირატესობა ისაა, რაც ქართველ გარემარბსა და მის მეგობრებს სიმშვიდის საშუალებას აძლევს. ამასობაში, წესით, ქულები "ინტერმაც" უნდა დაკარგოს და მაისის დადგომამდე ბევრი რამ გამოკვეთილი უნდა იყოს. 

დარჩენილი დრო

ჩემპიონთა ლიგის კალენდარზე უფრო შორს ფიქრი "ნაპოლისთვის" ჯერ ნაადრევია, თუმცა მაინც გეტყვით, რომ ნახევარფინალები 9-17 მაისსაა, გადამწყვეტი შეხვედრა კი - 10 ივნისს. ამ დროს ნეაპოლელთა ფიქრები უკვე სკუდეტოს ზეიმთან უნდა ტრიალებდეს. 3 მაისის შემდეგ სპალეტის გუნდს 6 შეხვედრა ექნება ჩასატარებელი - "უდინეზესთან" (ს), "ფიორენტინასთან" (შ), "მონცასთან" (ს), "ბოლონიასთან" (ს) და უკანასკნელ ტურში, "სამპდორიასთან" საკუთარ მოედანზე. 

Sportall.Ge

ჩამონათვალში ერთი გუნდი აკლია, თუმცა ის არ გამოგვრჩენია. 21 მაისს "სტადიო მარადონაზე" დიდი აფიშაა, "ნაპოლი" "ინტერს" უმაპისპინძლებს და ეცდება, ერთი მხრივ, 4 იანვრის მარცხისთვის (0:1) შური იძიოს, ამავდროულად კი, სკუდეტოს "შეეხოს". წარმოგვიდგენია, ამ მატჩის მიმართ რამხელა ინტერესი იქნება...

ხვიჩა კვარაცხელიას იტალიის ჩემპიონატში ამჯერად 10 გოლი, 9 შედეგიანი პასი და შთამბეჭდავი თამაში აქვს. ამ მონაცემების ზრდას კიდევ ველით და ერთხელაც ვიტყვით - თუკი ყველაფერი ნეაპოლელთა ტრიუმფით დასრულდება (რისი შანსიც დიდია), ჩემპიონატის საუკეთესოს წოდება, წესითა და რიგით, ან ხვიჩა კვარაცხელიამ უნდა დაიმსახუროს, ანაც ვიქტორ ოსიმენმა. ნიგერიელის ანგარიშზე 19 გოლია და საუკეთესო ბომბარდირობისკენ დიდი ნაბიჯი აქვს გადადგმული.

აგვისტოდან დრომ სწრაფად გაიარა, წინ კი ძალიან მნიშვნელოვანი და ემოციური პერიოდი გველის!..

altსუპერკომპიუტერის გამოთვლები - რა შანსები აქვს "ნაპოლის" ჩემპიონთა ლიგის მოგების

altკვარაცხელია "რეალში" თუ "ბარსელონაში"? - თემა, რომელიც ჯუღელმა გაააქტიურა

მკითხველის კომენტარები / 16 /
ჩემი აზრით,უარყოფითი როლი ითამაშა კვარამ ამ მოვლენებში, არ იყო საჭირო ეს ყველაფერი! ევროპა ჩვენი მიზანიცაა და ამ მთავრობისიც. არ სჭირდება ცეცხლზე ნავთის დასხმა!
ბაში აჩუკი.
12:22 09-03-2023
26
ევროპის ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალი:

16.03. 00:00 ნაპოლი–აინტრახტი
-
-
იტალიის სერია A:

19.03. 18:00 ტორინო–ნაპოლი
-
-
02.04. 22:45 ნაპოლი–მილანი
-
-
08.04. 14:30 ლეჩე–ნაპოლი
-
-
16.04. 17:00 ნაპოლი–ვერონა
-
-
23.04. 17:00 იუვენტუსი–ნაპოლი
-
-
30.04. 17:00 ნაპოლი–სალერნიტანა
-
-
03.05. 22:45 უდინეზე–ნაპოლი
-
-
07.05. 17:00 ნაპოლი–ფიორენტინა
-
-
14.05. 17:00 მონცა–ნაპოლი
-
-
21.05. 17:00 ნაპოლი–ინტერი
-
-
28.05. 17:00 ბოლონია–ნაპოლი
-
-
04.06. 17:00 ნაპოლი–სამპდორია
ლაშა
12:24 09-03-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული