ესპანური Okdario იტყობინება, რომ "ბარსელონას" მწვრთნელი ხავი "ნაპოლის" ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას შეძენას მოითხოვს.
ხავი კვარაცხელიას შეძენას მოითხოვს
"ხავი უკვე მომავალს გეგმავს და მისთვის პრიორიტეტული მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ სენსაციასთან, "ნაპოლის" ქართველ ლეგიონერ ხვიჩა კვარაცხელიასთან კონტრაქტის გაფორმებაა, რომელმაც შთამბეჭდავი თამაშით ყველა ევროპული გრანდის ყურადღება მიიპყრო. გარემარბი თავისი გუნდის სერია A-ში გალიდერებით საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა.
"ბარსასთვის" ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის შეძენისას, კონკურენტების გარდა, დიდი პრობლემა ის იქნება, რომ ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს ვიქტორ ოსიმენთან ერთად გუნდის მარგალიტის გასხვისების სურვილი არ
აქვს. ნიგერიელის ხელში ჩაგდება ნახევარ ევროპას უნდა. "ნაპოლიმ" უახლოესი კონკურენტი "ინტერი" 15 ქულით ჩამოიტოვა, ჩემპიონის ტიტული, პრაქტიკულად, გაინაღდა და დე ლაურენტისი სახალხოდ აცხადებს, რომ თავის ვარსკვლავებს ვერ შეელევა და მათი სამსახურით დაინტერესებულ კლუბებს არანაირი თანხის სანაცვლოდ არ დაუთმობს.
"ბარსასთვის" ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის შეძენისას, კონკურენტების გარდა, დიდი პრობლემა ის იქნება, რომ ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს ვიქტორ ოსიმენთან ერთად გუნდის მარგალიტის გასხვისების სურვილი არ
სახელფასო განაკვეთის ზღვარი
თუმცა ხავი დანებებას არ აპირებს, რამეთუ თვლის, რომ კვარაცხელიას შეუძლია ის ვარსკვლავი გახდეს, რომელიც "ბარსას" ჩემპიონთა ლიგაზე ბრძოლისთვის საჭირო მუხტს შესძენს. კატალონიელებს ლა ლიგის მოგება თითქმის გარანტირებული აქვთ და ხავის აზრით, არაუხო-პედრი-დემბელე-ლევანდოვსკის კვარტეტის შენარჩუნება ევროპაში კონკურენციისათვის საკმარისი არ იქნება. სპეციალისტი ირწმუნება, რომ ისეთ არაორდინარულ მოთამაშეს, როგორიც კვარაცხელიაა, შეუძლია "ბარსას" ჩემპიონთა ლიგაზე კვლავ გასაბრწყინებლად ბიძგი მისცეს.
რა თქმა უნდა, არა მარტო კვარაცხელიას, არამედ გუნდის გასაძლიერებლად ნებისმიერი ფეხბურთელის "კამპ ნოუზე" მისაყვანად რამდენიმე მოთამაშესთან დამშვიდობება მოუწევთ. მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულში ტრანსფერებზე თითქმის 160 მილიონი დახარჯეს, ეს ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებით ასპარეზობისათვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ბუსკეტსის, ხორდი ალბას და თვით დე იონგის წასვლამ შეიძლება "ბარსელონას" სახელფასო განაკვეთის შემცირების საშუალება მისცეს და გარკვეულწილად მოქმედების თავისუფლება მიანიჭოს".