სლოვაკურ გუნდში შეუცვლელად და ჩინებულად ითამაშა გურამ კაშიამ, გიორგი ჩაკვეტაძე კი 77-ე წუთზე შეცვალეს. „ბაზელმა“ „სლოვანს“ თავიდანვე შეუტია, რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენა, მე-6 წუთზე კი ამდუნმა შვეიცარიული გუნდი დააწინაურა. შემდეგ მედვედევმა ანგარიში გაათანაბრა. აღსანიშნავია, რომ VAR-ი გოლს 5 წუთი ამოწმებდა. თუმცა მე-40 წუთზე ზეკირიმ მასპინძლები წინ გაიყვანა.
მეორე ტაიმში ბრატისლავური გუნდი გააქტიურდა. ჩაკვეტაძე უფრო ცენტრში მოქმედებდა, სადაც აშკარად უფრო სასარგებლო გახლდათ, ვაისი - ფლანგზე და აბუბაკარმა თავურით თანაფარდობა აღადგინა. ორივე საგოლე გადაცემა სწორედ ვაისმა გააკეთა. კომპენსირებულ დროში "ბაზელს" გატანა შეეძლო, მაგრამ ჩოვანის კარი ძელმა იხსნა. მოკლედ, საბოლოოდ ფრე დაფიქსირდა და ბრატისლაველებს მეოთხედფინალში გასვლის კარგი შანსი აქვთ.
ბაზელი. „სენტ იაკობი“
ბაზელი - სლოვანი 2:2
გოლები: 1:0 ამდუნი (6), 1:1 მედვედევი (17), 2:1 ზეკირი (40), 2:2 აბუბაკარი (70)
ბაზელი - სლოვანი 2:2
გოლები: 1:0 ამდუნი (6), 1:1 მედვედევი (17), 2:1 ზეკირი (40), 2:2 აბუბაკარი (70)
„ლეხმა“ საკუთარ მოედანზე" "იურგორდენი" 2:0 დაამარცხა. პოლონურ გუნდში ნიკა კვეკვესკირი და გიორგი წიტაიშვილი სათადარიგოები იყვნენ.
პოზნანი. „პოზნანი“
ლეხი - იურგორდენი 2:0
გოლები: 1:0 მილიჩი (39), 2:0 მარხვინსკი (82)
საპასუხო მატჩები 16 მარტს გაიმართება.
ევროპა ლიგაზე „შახტარმა“ ვარშავაში „ფეიენოორდს“ უმასპინძლა და ფრეს დასჯერდა - 1:1. დონეცკურ კლუბში ტურნირის განაცხადში არ არის გიორგი გოჩოლეიშვილი.