This is a modal window.
The media could not be loaded, either because the server or network failed or because the format is not supported.
საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული "მეცის" თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე სანაკრებო პაუზას ჩინებულ ფორმაში ხვდება. ქართველმა ფორვარდმა ლიგა 2-ის ბოლო 2 ტურში 3 გოლი და 1 ასისტი მიითვალა, უშუალოდ გათამაშებას კი 14 გოლით ლიდერობს (აქტივში 6 ასისტიც აქვს).
GEO TEAM-ი საკუთარ "ფეისბუქგვერდზე" "მეცის" ვარჯიშის ვიდეოს აქვეყნებს, სადაც მიქაუტაძემ ქუსლით ჩინებული გოლი გაიტანა.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები მარტში 2 შეხვედრას გამართავს, ჯერ 25 მარტს მონღოლეთს (ამხანაგური) შეხვდება, 28 მარტს კი ევროპის ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე - ნორვეგიას.
რაც შეეხება "მეცს", ფრანგული გუნდი 26 ტურის შემდეგ 44 ქულით მე-4 ადგილს იკავებს, მეორეადგილოსან "ბორდოს" (ზურიკო დავითაშვილი თამაშობს) კი 2 ქულით ჩამორჩება.
გიორგი ამჟამად ყველაზე საუკეთესო ფორმაშია, როგორში არასოდეს ყოფილა და ძალიან კარგია, რომ სწორედ ახლა ხვდება ლიგა 2-ის ლიდერს, ჰავრს!