ეს უნდა ნახოთ! მიქაუტაძემ ვარჯიშზე ბრწყინვალე გოლი გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული "მეცის" თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე სანაკრებო პაუზას ჩინებულ ფორმაში ხვდება. ქართველმა ფორვარდმა ლიგა 2-ის ბოლო 2 ტურში 3 გოლი და 1 ასისტი მიითვალა, უშუალოდ გათამაშებას კი 14 გოლით ლიდერობს (აქტივში 6 ასისტიც აქვს).

GEO TEAM-ი საკუთარ "ფეისბუქგვერდზე" "მეცის" ვარჯიშის ვიდეოს აქვეყნებს, სადაც მიქაუტაძემ ქუსლით ჩინებული გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები მარტში 2 შეხვედრას გამართავს, ჯერ 25 მარტს მონღოლეთს (ამხანაგური) შეხვდება, 28 მარტს კი ევროპის ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე - ნორვეგიას.

რაც შეეხება "მეცს", ფრანგული გუნდი 26 ტურის
შემდეგ 44 ქულით მე-4 ადგილს იკავებს, მეორეადგილოსან "ბორდოს" (ზურიკო დავითაშვილი თამაშობს) კი 2 ქულით ჩამორჩება.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ვარჯიშზე არა ? .. წარმოგიდგენიათ რა ინფორმაცია ფეხბურთელმა თურმე ვარჯიშზე გაიტანა ეს როგრ მოახერხა ვერ ვიჯერებ.. და გატანის მერე ორჯერ შემოურბინაო მოედანს ვაიმე ეს მეტისმეტია ეს როგრ გაკათა არარსებობს როგრ მოახერხა არ ვიცი ნამდვილდ დიდი მომავალი აქ.
ვაი თქვენს პატრონს
14 მარტი 2023 08:46
0
კარგია ნორვეგიასთან გაგეტანოს მასეთი გოლი წარმატებები
თაზო
11 მარტი 2023 05:56
0
არ ჩანს ვიდეო კი ირთვება მაგრამ არ აჩვენებს @
zura222
10 მარტი 2023 15:30
2
ჩემთან ჩვეულებრივად აჩვენებს.
სოსო
10 მარტი 2023 19:57
0
ბევრი წერს რომ მიქაუტაძე უნდა წავიდეს შემდეგ სეზონში მეციდან ჩემი აზრით მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა წავიდეს თუ მეცი ვერ შეძლებს ლიგა 1 ში გადასვლას მაგრამ თუ გადავა აუცილებლად უნდა დარჩეს რადგან მეცში აშკარად კარგად არის მიზდის თამაში გოლები გააქვს გუნდის ლიდერი და წამყვანი ფეხბურთელია კარგად არის გუნდთან შეთამაშებული თავის პოზიციაზე კონკურენტი არ ჰყავს და დარწმუნებული ვარ რომ ლიგა 1 შიც ისევე კარგი იქნება როგორც ახლა ლიგა 2 შია თუ ლიგა 1 შიც ასეთივე კარგი იქნება დღეს თუ იწერება უდინეზე ტორინოზე და ჩემპიონშიპის გუნდებზე ლიგა 1 ში კარგი თამაშის შემთხვევაში უკვე ივენტუსზე პსჟზე და არსენალზე დაიწერება.
zaza
10 მარტი 2023 14:22
3
მეც ვერ გადავა, ასე რომ უნდა წავიდეს და ისეთ გუნდში სადაც სათამაშო სქემა სამაგისო იქნება, მაგალითად: ჩაწოდედებე.ზე მოვათაშე გუნდი სამაგისო არ არის
ბს
10 მარტი 2023 21:47
0
გიორგი თამაშიდან თამაშამდე უმატებს ფიზიკურადაც აშკარად უფრო მომატებული აქვს თავის გუნდში საუკეთესო ბომბარდირია და ზოგადად ლიგა 2 ში საუკეთესო ბომბარდირია შესანიშნავი შედეგი აქვს და კიდე 10-11 ტურია წინ ფაქტიურად უკონკურენტოა მეცში მისი უშუალო კონკურენტი ნიანე წავიდა მეციდან და მთავარი შემტევია დღეს მიქაუტაძე მა გუნდში მე იმედი მაქვს რომ სეზონის ბოლომდე კიდე ბევრს გაიტანს და მეცი გადავა ლიგა 1 ში წარმატებები
goga
10 მარტი 2023 14:18
0
უძლიერესი გოლია, თუმცა ძველი გადაღებული!
გიორგი ამჟამად ყველაზე საუკეთესო ფორმაშია, როგორში არასოდეს ყოფილა და ძალიან კარგია, რომ სწორედ ახლა ხვდება ლიგა 2-ის ლიდერს, ჰავრს!
ლაშა
10 მარტი 2023 12:34
0
ლაშა,თუ გახსოვს,დაახლოებით როდინდელი გადაღებულია?მორიელის დარტყმა!სკოლაში სწავლისას,ერთხელ მეც გავიტანე.საჯარიმოში,კარის წინ,ტალახში ფეხი ამიცურდა და როცა ვცდილობდი,მთლიანად არ ჩავწოლილიყავი,აქნეულ ფეხზე შემთხვევით მომხვდა ბურთი.მე მაინც წავიქეცი და ვერც ვერაფერს მივხვდი,ბიჭები კი სიცილით დაიხოცნენ...
სოსო
10 მარტი 2023 19:55
0

სიახლეები პოპულარული