ეს უნდა ნახოთ! მიქაუტაძემ ვარჯიშზე ბრწყინვალე გოლი გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული "მეცის" თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე სანაკრებო პაუზას ჩინებულ ფორმაში ხვდება. ქართველმა ფორვარდმა ლიგა 2-ის ბოლო 2 ტურში 3 გოლი და 1 ასისტი მიითვალა, უშუალოდ გათამაშებას კი 14 გოლით ლიდერობს (აქტივში 6 ასისტიც აქვს).

GEO TEAM-ი საკუთარ "ფეისბუქგვერდზე" "მეცის" ვარჯიშის ვიდეოს აქვეყნებს, სადაც მიქაუტაძემ ქუსლით ჩინებული გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები მარტში 2 შეხვედრას გამართავს, ჯერ 25 მარტს მონღოლეთს (ამხანაგური) შეხვდება, 28 მარტს კი ევროპის ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე - ნორვეგიას.

რაც შეეხება "მეცს", ფრანგული გუნდი 26 ტურის
შემდეგ 44 ქულით მე-4 ადგილს იკავებს, მეორეადგილოსან "ბორდოს" (ზურიკო დავითაშვილი თამაშობს) კი 2 ქულით ჩამორჩება.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ვარჯიშზე არა ? .. წარმოგიდგენიათ რა ინფორმაცია ფეხბურთელმა თურმე ვარჯიშზე გაიტანა ეს როგრ მოახერხა ვერ ვიჯერებ.. და გატანის მერე ორჯერ შემოურბინაო მოედანს ვაიმე ეს მეტისმეტია ეს როგრ გაკათა არარსებობს როგრ მოახერხა არ ვიცი ნამდვილდ დიდი მომავალი აქ.
ვაი თქვენს პატრონს
08:46 14-03-2023
0
კარგია ნორვეგიასთან გაგეტანოს მასეთი გოლი წარმატებები
თაზო
05:56 11-03-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული