"ფლორენტინო პერესზე მეტს აკეთებ" - გუტიმ დანაპირები შეასრულა და კვარაცხელიას თავისი მაისური გაუგზავნა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ლეგენდა გუტიმ დანაპირები შეასრულა. მან "ნაპოლის" ქართველ ვარსკვლავ ხვიჩა კვარაცხელიას თავისი 14-ნომრიანი მაისური გაუგზავნა.

ამ ფაქტს მადრიდელთა გულშემატკივრების მხრიდან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა და გუნდის ყოფილი ფეხბურთელი თავისი საქციელისთვის შეაქეს.

"აგენტი გუტი, მიყვარს, რასაც აკეთებ".

"რეალში" ამჟამად მე-14 ნომერი თავისუფალია, ეს დამთხვევაა"?.

"აკეთებ უფრო მეტს, ვიდრე ფლორენტინო პერესი", - წერენ კომენტარებში "რეალის" ფანები.

alt"ხვიჩა, იმედი მაქვს ერთ დღეს ეს მოხდება!" - კვარაცხელიას თავისმა საყვარელმა ფეხბურთელმა გუტიმ უპასუხა

მკითხველის კომენტარები / 14 /
Chiringuito jugones ში იყო წუხელ საუბარი ამის შესახებ.ერთერთი წამყვანი,ბილბაოელია,ნიკო წაიღებს მაისურს ნეაპოლში და ალბათ ორშაბათს შეხვდება ხვიჩას.მეორე წამყვანი,ალფრედო დუროამბობდა,რომ მან ორი წლის წინ მისწერეს კვარაცხელიას შესახებ ფლორენტინოს,მან კი ყურად არ იღოო.აქო და ადიდა კვარა,ბევრი წამყვანი დაეთანხმა ამაში
ანტონი
01:27 11-03-2023
0
მიუხედავად იმისა რომ ბარსას ქომაგი ვარ უნდა ვაღიარო რომ ხვიჩა ზედ გამოჭრილი რეალის ფეხბურთელია (სულ მალე რეალში ვიხილავთ)
ლაშა
23:46 10-03-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული