"ხვიჩა ევროპაში ყველაზე საოცარი ფეხბურთელია" - New York Times-ის მთავარი კორესპონდენტი ნეაპოლში ჩავიდა

AutoSharing Option
New York Times-ის მთავარი საფეხბურთო კორესპონდენტი რორი სმიტი ნეაპოლში ხვიჩას ესტუმრა.

"კვარაცხელია? ის ევროპის ყველაზე საოცარი ფეხბურთელია. ზოგადად, ევროპულ ფეხბურთში სიურპრიზები აღარ გვხვდება, ჩემპიონები ყურადღების ცენტრში არიან, იტანენ გოლებს და ამართლებენ მათზე დამყარებულ იმედებს, თუმცა "კვარა" მათგან რადიკალურად განსხვავდება.

გასულ ზაფხულს ხვიჩა ყველასთვის უცნობი ფეხბურთელი იყო, თუმცა რამდენიმე თვეში გულშემატკივრების გული მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაიპყრო, მოწინააღმდეგეებს კი შიში და პატივისცემა ჩაუნერგა. ამ ისტორიაში თავმოყრილია ნიჭი და კეთილშობილება, რასაც ნეაპოლური საფეხბურთო კულტი "კვარადონა" და "კვარავაჯო" ემატება" - წერს რორი სმიტი.

მომზადებულია
tuttonapoli-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 19 /
თუ მართლა არსებობს იმის ალბათობა რომ რეალი ეძახის ხვიჩას, არც უნდა დაფიქრდნენ ამ ვარიანტზე, თორემ დიდი ალბათობით მბაპე წელს თუ არ იყიდეს მომავალ წელს უკვე უფასოდ გადავა და ნაკლებად სავარაიდო გახდება მაგ ტრნსფერის გაჩარხვა, ჩემი აზრით დიდი შეხდომა დაუშვა ჯუღელმა კონტრაქტის გაფორმების დროს, ჯერ ის რომ 5 წლიანი კონტრაქტი ასეთ დაბალ ხელფასზე გააფორმა და მეორე გამოსასყიდი თანხა რომ არ შეიტანა კონტრაქტში, ისეთ ფასში ყიდულობდა ნაპოლი რომ თავისუფლად შეეძლო თავის პირობები წამოეყენებინა და ასე ბრმად არ დათანხმებულიყო ნაპოლის შემოთავაზებულ პირობებზე, 10 მილიონს 1 წლიან იჯარაში იხდიან გუნდები და ამან 5 წლიანი კონტრაქტი გაუფორმა ბავშვს, აი ეს არის უცოდინარობა და არაპროფესიონალიზმი
მამუკა
10 მარტი 2023 16:58
11
ჯერ ერთი თუ წერ ქართულად წერე,თუ არ შეგიძლია ქსრთულად წერა საერთოდ ნუ აკომენტარებ და მეორე ისეთი უაზრო არგუმენტი მოიყვანე რომ პასუხის გაცემაც არ მინდა
LJ-ს
10 მარტი 2023 17:30
11
გეთანმები მაგრამ არის ერთი ნიუანსი, რეალში ძალიან მაგრად უყურებენ ფეხბურთელი არის თუ არა რეალის გულშემატკივარი, ესპანურად ესეთი გამოთქმაა: მაისურს გრძნობს. და ამ გუტის ამბავის მერე ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს ხვიჩა მადრიდში (აქ ვცხოვრობ და მაგიტომ ვიცი) ასე რომ ხვიჩა უკვე მიზანშია. მაგრამ ხვიჩას განვითარებისთვის მემგონი ჯობია კიდე ერთი წელი ნაპოლიში და მერე გადმოვიდეს უკვე როგორც კონსოლიდირებული ვარსკვლავი.
მეგრელი
10 მარტი 2023 17:22
1
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული