"ხვიჩა ევროპაში ყველაზე საოცარი ფეხბურთელია" - New York Times-ის მთავარი კორესპონდენტი ნეაპოლში ჩავიდა

AutoSharing Option
New York Times-ის მთავარი საფეხბურთო კორესპონდენტი რორი სმიტი ნეაპოლში ხვიჩას ესტუმრა.

"კვარაცხელია? ის ევროპის ყველაზე საოცარი ფეხბურთელია. ზოგადად, ევროპულ ფეხბურთში სიურპრიზები აღარ გვხვდება, ჩემპიონები ყურადღების ცენტრში არიან, იტანენ გოლებს და ამართლებენ მათზე დამყარებულ იმედებს, თუმცა "კვარა" მათგან რადიკალურად განსხვავდება.

გასულ ზაფხულს ხვიჩა ყველასთვის უცნობი ფეხბურთელი იყო, თუმცა რამდენიმე თვეში გულშემატკივრების გული მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაიპყრო, მოწინააღმდეგეებს კი შიში და პატივისცემა ჩაუნერგა. ამ ისტორიაში თავმოყრილია ნიჭი და კეთილშობილება, რასაც ნეაპოლური საფეხბურთო კულტი "კვარადონა" და "კვარავაჯო" ემატება" - წერს რორი სმიტი.

მომზადებულია
tuttonapoli-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 19 /
თუ მართლა არსებობს იმის ალბათობა რომ რეალი ეძახის ხვიჩას, არც უნდა დაფიქრდნენ ამ ვარიანტზე, თორემ დიდი ალბათობით მბაპე წელს თუ არ იყიდეს მომავალ წელს უკვე უფასოდ გადავა და ნაკლებად სავარაიდო გახდება მაგ ტრნსფერის გაჩარხვა, ჩემი აზრით დიდი შეხდომა დაუშვა ჯუღელმა კონტრაქტის გაფორმების დროს, ჯერ ის რომ 5 წლიანი კონტრაქტი ასეთ დაბალ ხელფასზე გააფორმა და მეორე გამოსასყიდი თანხა რომ არ შეიტანა კონტრაქტში, ისეთ ფასში ყიდულობდა ნაპოლი რომ თავისუფლად შეეძლო თავის პირობები წამოეყენებინა და ასე ბრმად არ დათანხმებულიყო ნაპოლის შემოთავაზებულ პირობებზე, 10 მილიონს 1 წლიან იჯარაში იხდიან გუნდები და ამან 5 წლიანი კონტრაქტი გაუფორმა ბავშვს, აი ეს არის უცოდინარობა და არაპროფესიონალიზმი
მამუკა
10 მარტი 2023 16:58
11
გეთანმები მაგრამ არის ერთი ნიუანსი, რეალში ძალიან მაგრად უყურებენ ფეხბურთელი არის თუ არა რეალის გულშემატკივარი, ესპანურად ესეთი გამოთქმაა: მაისურს გრძნობს. და ამ გუტის ამბავის მერე ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს ხვიჩა მადრიდში (აქ ვცხოვრობ და მაგიტომ ვიცი) ასე რომ ხვიჩა უკვე მიზანშია. მაგრამ ხვიჩას განვითარებისთვის მემგონი ჯობია კიდე ერთი წელი ნაპოლიში და მერე გადმოვიდეს უკვე როგორც კონსოლიდირებული ვარსკვლავი.
მეგრელი
10 მარტი 2023 17:22
1
Ucodinroba da arapropesionalizmi isaa rasac wer :)))
L.J .
10 მარტი 2023 17:08
2
ყველა გამოხმაურება
მარცხენა ფრთა კი არა, ბენზემას შემცვლელად მოიაზრებენ. რეალი დიდი გუნდია, პაპა კარლო - უდიდესი ტრენერი და ისინი აპირებენ კვარას ტალანტისგან სრული სარგებელი მიიღონ, არ აქვთ გეგმაში ამ ფანტასტიურად ფეთქებადი ბომბის ჰაუტის ხაზთან მიჯაჭვა, ასე რომ... დაოკდით, ცინიკოსებო!
ქომაგი
10 მარტი 2023 20:19
7
ღმერთო დალოცე შენისთანა სულანთებული და კვარასნაირი ქართველები
ხაშური
11 მარტი 2023 01:48
1
ხვიჩა უსამართლოდ დაბალ ხელფასზე თამაშობს.ნაპოლის ხელმძღვანეობას სულ ცოტა უხერხულობის გრძნობა არ აწუხებს???
ჯუჯი
10 მარტი 2023 17:41
6
კვარა ჯიგარი ხარ შემოგევლე!აგენტი შეიცვალე თორე დაგღუპავს ეგ კაცი შენ!))) გარბენინებს გროშებზე!
გიორგი IV
10 მარტი 2023 17:48
7
შეეშვით ვაჭარი სოვდაგრებივით ამ ფულებზე და ხელფასებზე წერას უკვე ითქვა რომ ზაფხულში კონტრაქტში ცვლილებები იქნება.ხოლო რაც შეეხება რეალს, მარცხენენა ფრთაზე დღესდღეობით ერთერთი ძლიერი ფეხბურთელი ვინისიუსი ყავთ და ხვიჩას ჭიდაობა გინდათ ძირითადში მოსახვედრათ? მესმის რომ დროზე გინდათ ხვიჩას წინსვლა მაგრამ სულსწრაფობას და ბევრ ფულზე გამოკიდებას არავისთვის სიკეთე არ მოუტანია და აცალეთ.
გვაცალეთ ბატონო
10 მარტი 2023 19:04
2
გენაცვალე ხვიჩა❤️ მადლობა რომ გვაბედნიერებ!!! ვამაყობთ შენით!!! წარმატებები და გაბრწყინება ხვალ,როგორც გჩვევია!!! უფალი გფარავდეს!!! წინ და წინ დასახული მიზნებისკენ!!!
გულშემატკივარი
10 მარტი 2023 18:21
2
ახლა გასაგებია ვინ "დაავერბოვკა", როდის იყო ამერიკელებს "სოკერი" ასე აინტერესებდათ. აბა ადმინ მიდით დამბლოკეთ
ჰმ!
10 მარტი 2023 18:28
19
რას ბოდიალობ!
Dato
10 მარტი 2023 19:20
6
წინა თაობის წარმომადგენელი ხარ 100% ყველა ვინც ხვიჩას ლანძღავს. ჰოდა ახალგზარდების აბსოლოტურ უმრავლესობას ევროპა გვინდა პატივცემულო, ან გაიგეთ ეს ან მოგიწევთ შეგუება მაინც :)))
Nika
11 მარტი 2023 07:11
3
Ljs ---vinc momwere ver vwer qartuli shriptit,meore romeli argumenti ver gaige?????damisabute???da gagcem pasuxs :)))da kidev nu iqeqebi xvichas jibeshi...exla tu 1 aq momavalshi 10 eqneba,mtavaria ganvitareba ganagrdzos,am etapze mistvis puli meore xarisxovania zogiertebisgan gansxvavebit
L.J .
10 მარტი 2023 20:33
0
როცა ბოლო კაცი,რომელიც მოსკოვში დაფრინავდა 34 მანეთად აღარ იქნება ამ ქვეყნად(ღმერთმა ყველა დიდ ხანს აცოცხლოს)აი მაშინ დაწყნარდება ქვეყანა.
კახა ქ.
11 მარტი 2023 10:45
21
მოდი ერთი ჭეშმარიტება ვაღიაროთ,
ვინისიუსს დღეს ვერავინ ამოაგდებს ძირითადიდან
თენგო
10 მარტი 2023 19:34
16
ხვიჩას პროგრესის ტემპის გათვალისწინებით არაფერია გამორიცხული. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ვინისიუსის სკამზე დასმა აბსურდია რათქმაუნდა და არ შეიძლება მსგავსი დონის ფეხბურთელი სათადარიგო იყოს,უბრალოდ ეგებ ორივეს ადგილი მოინახოს მოედანზე ერთდროულად.
ალექს
10 მარტი 2023 20:16
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული