"ნაპოლის" ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია თებერვლის თვეში სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
კვარაცხელიამ გასულ თვეში 4 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.
სერია A-ს საიტზე ჩატარებულ გამოკითხვაში ქართველმა ალეკსეი მირანჩუკს (ტორინო), ვიქტორ ოსიმენს (ნაპოლი), ანხელ დი მარიას (იუვენტუსი) და ფედერიკო ბასკიროტოს (ლეჩე) აჯობა.
ხვიჩა სერია A-ს საუკეთესო მოთამაშედ აგვისტოშიც აღიარეს და პირველია, ვინც ერთ სეზონში ორჯერ მოიგო პრიზი.
მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე ყველა ტურნირზე 27 მატჩში 12 გოლი და 13 საგოლე გადაცემაა.
ლაციოსთან წაგებას ეს პრიზი გარკვეულწილად აბათილებს და მომავალში კიდევ უფრო გამოფხიზლებული ნაპოლის პროგრესულ თამაშს განაპირობებს უფრო მეტი შემართებით!