"როდესაც უსამართლობას აწყდები, ხვიჩას მსგავსად უნდა მოიქცე" - სპალეტიმ "კვარა" შეაქო

AutoSharing Option
ხვალ, 11 მარტს, თბილისის დროით 21:00 საათზე სერია A-ს 26-ე ტურში "ნაპოლი" "ატალანტას" უმასპინძლებს. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე "პარტენოპეის" თავკაცმა ლუჩანო სპალეტიმ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ "კვარამ" სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია. 61 წლის სპეციალისტმა კი ახალგაზრდა ფეხბურთელი ამ საქციელის გამო შეაქო და განაცხადა, რომ ხვიჩამ სწორი მოქალაქეობრივი პოზიცია დააფიქსირა.

"კვარაცხელიას სტატუსი ვნახე, როდესაც ის მანიფესტაციას საკუთარი სოციალური ქსელის მეშვეობით შეუერთდა. ვფიქრობ, ასეთ სიტუაციაში ყოველთვის ხვიჩას მსგავსად უნდა მოიქცე. ამ ფორმით, "კვარა" ქართველ ხალხს გვერდში დაუდგა,
ბედნიერი ვართ, რომ მისი სახით არა მხოლოდ დიდებული ფეხბურთელი, არამედ დიდებული ადამიანი გვყავს" - განაცხადა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, სულ რამდენიმე საათის წინ, 22 წლის გარემარბი სერია A-ს თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

altმორიგი აღიარება: კვარაცხელია სერია A-ს თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

alt"ხვიჩა ევროპაში ყველაზე საოცარი ფეხბურთელია" - New York Times-ის მთავარი კორესპონდენტი ნეაპოლში ჩავიდა

altნეაპოლი კვარაცხელიას გოლის მოლოდინში! - "ატალანტას" აქ ბოლო წლებში არ უჭირს...

მკითხველის კომენტარები / 41 /
ჯერ ნაცები ლანძღავდნენ, ახლა ქოცები. სულ ვამბობდი ნაც-ქოცი ერთი ოხერია-თქო. კვარას კი ღმერთმა ხელი მოუმართოს!
გიორგი
14 მარტი 2023 01:16
0
როლანდ,სპალეტი კი არა, მთელი მსოფლიო ლაპარაკობს, შენ მხოლოდ ბიძინის გესმის?
გურამი
13 მარტი 2023 14:01
1
რომელ უსამართლობაზე ლაპარაკობს სპალეტი? ის რა,საქართფელოს შინაურ საქმეების ექსპერტია და არ ტოვებს უყურადღებოდ,არცერთ პოლიტიკურ მოვლენებს.რა იცის სპალეტიმ,რაში გამოიხატება და რის მიმაეთ არის უსამართლობა.ლომჯარიამ ჩააყენა საქმის კურსში თუ ხაბეიშვილმა.
როლანდ
11 მარტი 2023 20:55
8
მამუკას აზრის მქონენო, გაიღვიძეთ,თუ შტერი არ ხართ , კობახიძის ნაირი შტერი მტრები არ ბრძანდებით საქართველოსი და
ჩვენი ქვეყნის სიძლიერისა, .ევროპაში ნებაყოფლიბით გაწევრიანება,არის სიძლიერე ქართული ქვეყნისა ,და უჭკვიანეს ქართველთა აუსრულებელი ოცნენა, საუბედუროდ მათ მიერ ,საუკუნეებში მცდელობებით ვერ აღსრულებული,ევროპის ოჯახში ყოფნა,დიდი დროის მონაკვეთში,საუკუნეებში,წყვეტს ჩვენი ყოფნის -არყოფნის საკითხს,სხვა შემთხვევებში ,მონობაში არსებობა და ასიმილიაციით ქრობაა უალტრნატივოდ , გადაშენებით.
ევროპა
11 მარტი 2023 20:47
5
არაფერი განსაკუთრებული ხვიჩას არ უთქვამს, ის თქვა რასაც ყველა იძახის, მე უფრო სხვა რამ მაკვირვებს აქ, არავინ არ იძახის რომ ჩვენი მომავალი არის ძლიერი საქართველო, ზოგი რუსეთს გაჰყვირის, ზოგი ევროპას, ზოგი ამერიკას, ხო და მერე ნუ გიკვირთ რომ ვართ უკანალში სულ მუდამ
მამუკა
11 მარტი 2023 19:29
1
ლაურენტისმა რაო ?
ქიტესა
11 მარტი 2023 18:53
0
წარმატებები ხვიჩას და საქართველოს ნაკრებს... ფეხბურთში!!!
tngh
11 მარტი 2023 15:43
0
წარმატებები ხვიჩას და საქართველოს ნაკრებს... ფეხბურთში!!!
tngh
11 მარტი 2023 15:42
0
ერთი დიდი ფსიქიატრიულია ეს ქვეყანა, არავის არავისი წარმატება არ უხარია და ყველა ყველას ლანძღავს.შეეშვით კვარას და სხვა სპორტსმენებს და უყურეთ უბრალოდ მათ თამაშს.
პოლიტიკას თავი დაანებეთ.
aaaa
11 მარტი 2023 15:13
3
ხვიჩამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა რომ ოჯახიშვილია და სიმართლის მხარეზეა,გულანთებული სტუდენტების გვერდზე დადგა.
პოსტსკრიპტუმი:სანამ რუსი ოლიგარხი იბოგინებს მანამ საქართველოში რუსების დავალებით სულ არეულობებს მოაწყობს.ხოლო ფულზე გაყიდული ოცნებისტები ყველაფერზე წამსვლელები არიან.
ასე ეს
11 მარტი 2023 15:01
16

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული