ტრავმის გამო "კარლსრუეში" ბუდუ ზივზივაძეს დებიუტი დაუგვიანდა - 5 მარტს ის "ჰანზასთან" სტუმრად მოგებულ მატჩში (2:0) 84-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე. ხვალ "კარლსრუე" "ჰამბურგს" უმასპინძლებს და მატჩისწინა პრესკონფერენციაზე გუნდის მწვრთნელმა კრისტიან აიხნერმა ქართველი შეაქო.
"HSV-სთან შესაძლოა, ახალწვეულ ზივზივაძეს უფრო მეტად დავეყრდნოთ, რომელმაც გასულ უქმეებზე უკვე ითამაშა. მან ყველაფერი გვაჩვენა იმისათვის, რათა მეტი სათამაშო დრო მიიღოს, რამეთუ ჩვენი მოლოდინი გაამართლა. გუნდთან ადაპტაციამ წარმატებით ჩაიარა", - ციტირებს აიხნერს ka-news-ი.
ბუდუ 10 მარტს 29 წლის გახდა და კლუბმა დაბადების დღე გულთბილად მიულოცა.
"კარლსრუემ" ჩემპიონატზე
ზედიზედ ოთხი გამარჯვება მოიპოვა და მეცხრე ადგილზეა.