
ჟირონდული გუნდის ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი სასტარტოში იყო, მე-18 წუთზე დრიბლინგის შემდეგ კარში დაარტყა, მაგრამ ბურთი მცველმა თავით მოიგერია. ქართველი 85-ე წუთზე შეცვალეს.
„ბორდო“ 47 ქულით მეორე ადგილზეა, „სოშოს“ კვლავ 1 ქულით უსწრებს და 18 მარტს „ნიმს“ უმასპინძლებს.
გიორგი მიქაუტაძის „მეცი“ 13 მარტს ლიდერ „ჰავრს“ დაუხვდება და გამარჯვების შემთხვევაში "ბორდოს" დაეწევა.
მონბელიარი. „ოგიუსტ ბონალი“
სოშო - ბორდო 1:1
გოლები: 0:1 ბაკვა (30), 1:1
ვაისბეკი (40)